1. საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას სამორიგეო ცვლის ინსპექტორ - კონტროლიორი აწარმოებს  სათვალთვალო ღიობიდან.

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების დარღვევისას სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს ხელმძღვანელს.