ა) მიიღოს ზომები რათა თავიდან აიცილოს საკნებიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლა და აღკვეთოს მათი სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებები;

ბ) თვალყური ადევნოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობოს დანაყოფის ინსპექტორს (ხელმძღვანელს);

გ) საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღების წინ, სათვალთვალო ღობის მეშვეობით დარწმუნდეს საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელის სადგომში შესვლის უსაფრთხოებაზე;

დ) საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანისას (გასასეირნებლად, სააბაზანოში და ა.შ.) აწარმოოს  მათი აღრიცხვა;

ე) არ დაუშვას სხვადასხვა საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტი პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებაში ღამის საათებში დღის განრიგით დადგენილი წესით;

ვ) ბრალდებულის/მსაჯვრდებულის მიერ გამოძახების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ  მოახდინოს რეაგირება.

ზ) დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოს შუქების გამორთვა.

თ ფხიზლად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი.

ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

კ) სხვა საგუშაგოზე თავდასხმის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი და საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს თავდასხმის მოგერიებაში.

ლ) ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი, შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელობას და მიიღოს ზომები მის ჩასაქრობად, იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენ