ა) საგუშაგოს დატოვება სამორიგეო ცვლის  ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;

ბ)  დაწესებულების სხვა მოსამსახურეების გარეშე საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებლის გაღება და მასში შესვლა;

გ) ერთდროულად ორი ან მეტი საკნის გაღება დახურული ტიპის დაწესებულებაში;

დ) საკვების გადასაცემი სარკმლის ღიად დატოვება;

ე) საკნიდან/საკნის ტიპის საცხოვრებელი  სადგომიდან საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თვითნებურად გადაყვანა;

ვ) საგუშაგოზე ძილი;

ზ) პრესისა და ლიტერატურის კითხვა;

თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის  რაიმე ნივთის გამორთმევა ან/და შენახვა;

ი) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ შედის მის სამსახურეობრივ უფლება მოვალეობებში;

კ) საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში საკვების და წყლის დარიგება, გაზეთების, წიგნების და ჟურნალების გადაცემა და სხვა ქმედების განხორციელება  ხელმძღვანელობის მითითების გარეშ