1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ცვლის მენეჯერი ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ცვლის მენეჯერი უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

2. ახალი  ცვლის მენეჯერი და ცვლის მენეჯერის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ცვლის მენეჯერისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.

3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას სექტორების მიხედვით.

4. სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე მოახსენებს ცვლის მენეჯერს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.

6. ცვლის მენეჯერი, სექტორის მენეჯერებთან კოორდინაციით ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.

7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცვლის მენეჯერი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.

8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა გადადის სექტორის შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.

9. საგუშაგოების  მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე  30 წუთით ადრე, წყდება მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

10. დილის შემოწმება ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.

11. პირველ რიგში ხორციელდება სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.

12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;

ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:

ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში,  აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.

14. სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:

ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;

ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საცხოვრებლის კარებს და საცხოვრებელში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:

ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულისა და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საცხოვრებლის ბარათებს ან/და კარტოთეკას;

ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

15. საცხოვრებელი სექტორის დანაყოფის წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ საცხოვრებელი სექტორის ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.

16. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სექტორის მენეჯერს ან/და ცვლის მენეჯერს.

17. საცხოვრებლიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს მსჯავრდებულებს საცხოვრებელში.

18. საცხოვრებლების და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.

19. რომელიმე მსჯავრდებულის საცხოვრებელში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.

20. მსჯავრდებულის საცხოვრებელში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სექტორის მენეჯერსა  ან/და ცვლის მენეჯერს.

21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საცხოვრებლის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან  იბარებს საკნისა და სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და, შესაბამისად, ამ მომენტიდან მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები –

წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ცვლის მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს.

24. წინა ცლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის  მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან სექტორის მენეჯერთან, მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.

25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, სექტორის მენეჯერი მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

26. სექტორის მენეჯერი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ცვლის მენეჯერს.

27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ სექტორის მენეჯერი ახდენს სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევს მითითებებს/დავალებებ