1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საცხოვრებელში.

2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საცხოვრებელი  უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.

4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად.

6. მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დარჩენილი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:

ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

7. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.

8. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების  შესაბამისა