1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის პალატებში.

2. შემოწმების დაწყების წინ ყველა პალატა უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.

4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადათვლისა და პალატების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ პალატებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:

ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

6. შემოწმების დამთავრების შემდეგ დაწესებულების სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.

7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმღვანელობს ამ დებულების  შესაბამისა