1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება  სარეზერვო ჯგუფი.

2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება  ოპერატიულ მორიგეს და  მოქმედებს მისი მითითებით.

3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;

ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დებულების და დღის განრიგის შესრულებას;

4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა)  შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ  სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;

ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ პალატების დათვალიერებაში;

გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებებ