1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის სპეციალურ საცხოვრებლში.

2. შემოწმების დაწყების წინ ყველა სპეციალური საცხოვრებელი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.

4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მსჯავრდებულების გადათვლისა და სპეციალური საცხოვრებლის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს, დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ სპეციალურ საცხოვრებელში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:

ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს, ფანჯრის ცხაურებს, განათებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.

7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების შესაბამისა