1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და პენიტენციური კოდექსის XV თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მსჯავრდებული გათავისუფლებულისას პენიტენციური კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პენიტენციური კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

4. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც დაწესებულებაში ინახებოდა.

5. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს ან ის არ შეეფერება შესაბამის სეზონს, დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ გადასცეს ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

6. მსჯავრდებულს მის პირად საბანკო ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. თუ 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებული, რომელიც სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში იქნა დატოვებული, თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.

8. თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, დაწესებულების დირექტორი მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ატყობინებს მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს. თუ სასჯელის ვადა 3 თვეს არ აღემატება, მათ ეს ინფორმაცია მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობებათ გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე.

9. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მისი მშობლის, ხოლო სხვა გარემოებების არსებობისას, ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრის მიერ ვერ ხერხდება მსჯავრდებულის წაყვანა, მაშინ მსჯავრდებულის მშობელი ან ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრი დაუყოვნებლივ ატყობინებს დაწესებულებას ამის შესახებ და აწვდის მონაცემებს იმ სრულწლოვანი პირის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის წაყვანას. აღნიშნული შეტყობინების ზეპირი ფორმით განხორციელებისას, დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე ადგენს შეტყობინების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.

10. მსჯავრდებულის სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლებისას, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის დაწესებულებიდან წაყვანა ფორმდება ოქმით, რომელშიც აღინიშნება ოქმის შემდგენი დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე, გათავისუფლებული მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები და პირის ვინაობა, რომელსაც მიჰყავს მსჯავრდებული.

11. თუ მსჯავრდებულს დაწესებულებიდან წასაყვანად არ მოაკითხა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირმა, აგრეთვე თუ დაწესებულებისთვის წინასწარ ცნობილია, რომ მას წასაყვანად არავინ მოაკითხავს, მაშინ დაწესებულება მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ ატყობინებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

12. თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება:

ა) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის გათავისუფლების თარიღს. თუ სასჯელის ვადა 3 თვეს არ აღემატება ეს ინფორმაცია ამ საჯარო დაწესებულებებს ეცნობებათ თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე გონივრული ვადით ადრე;

ბ) მსჯავრდებულს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით;

გ) მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის;

დ) მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება.

14. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

15. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

16. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა (უფლების ჩამორთმევა).

17. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

18. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.

თავი XII

სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზე