1. დისციპლინური დარღვევის საქმეს განიხილავს დაწესებულების დირექტორი.

2. მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე.

3. მსჯავრდებულს განემარტება უფლება (დანართი №8) – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება.

4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.

5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას.

6. ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება.

7. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.

9. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას იწარმოება დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (დანართი №9). ამავე ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების თაობაზ