მსჯავრდებულის წახალისების ფორმებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) გამოყენებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

თ) ამანათით ისეთი ნივთების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;

ი) კომპიუტერული თამაშების თამაშის უფლების მიცემა;

კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;

ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით.

თავი X

მსჯავრდებულის დისციპლი