1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) საყვედურის გამოცხადება;

გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ე) ამანათების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;

ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

3. მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება დაუშვებელია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

5. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელი