1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორ