1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა.
4. მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა.
5. დაწესებულების დირექტორს შეუძლია მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელ