1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.

2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.

4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.

5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ საცხოვრებელი სექტორის მენეჯერის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.

თავი XI

სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზე