ა) შეამოწმოს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საგუშაგოებზე და  შეტყობინების მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში  დაუყოვნებლივ გავიდეს იმ ადგილას, საიდანაც შემოვიდა   შეტყობინება;

ბ) მიიღოს მის დაქვმდებარებაში მყოფ დანაყოფში განაწილებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მითითებით პირადი  მოხმარების საგნების მიწოდების შემდგომ, მოათავსოს ისინი საკნებში,საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებლებში;

გ) გადაადგილების სიების თანახმად აწარმოოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთი საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადაადგილება;

დ) საკნის ბარათის მეშვეობით აწარმოოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა და შემოწმება, (რომელშიც აღინიშნება ყველა ის ცვლილება, რაც ეხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ერთი საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადაადგილებას, ჩამორთმეული ან გაცემული ნივთების საკითხებს);

ე) გააკონტროლოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასასეირნებლად და სანიტარიულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გაყვანა, დაწესებულების მოსამსახურეებთან ერთად ჩაატაროს საკნების,საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლების ტექნიკური დათვალიერებ