1. პირველად, დამატებით ან საბოლოო განცხადებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილება ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად.

2. ცვლილება ინფორმაციაში, რომელიც წარმოდგენილია პირველად ან დამატებით განცხადებაში კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შეტანილი უნდა იქნეს ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიურო დაადგენს ცვლილების წარმოდგენის განსხვავებულ ფორმას.

3. ცვლილების სარეგისტრაციო განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური შემოწმებისა და გამოქვეყნების პროცედურებ