1. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად.
2. 6-თვიანი ინტერვალით დამატებითი განცხადების წარდგენის ვალდებულება გრძელდება რეგისტრაციის ვალდებულების ვადით, მიუხედავად იმისა, განმცხადებელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო თუ არა რაიმე საქმიანობაში უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესების შესაბამისად.
3. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება რეგისტრაციის განცხადების შევსებიდან ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს დამატებითი განცხადების წარდგენის ვადა დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. ბიურო უცხოური პრინციპალის აგენტს უგზავნის შეხსენების შეტყობინებას და აცნობებს დამატებითი განცხადების წარდგენის ვალდებულების შესახებ. შეხსენების მიუღებლობა უცხოური პრინციპალის აგენტს არ ათავისუფლებს დამატებითი განცხადებების დროულად შეტანის ვალდებულებისგან.
5. დამატებითი განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური შემოწმებისა და გამოქვეყნების პროცედურებ