1. ბიურო 3 სამუშაო დღის ვადაში ადგენს წარდგენილი რეგისტრაციის განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით.

2. ფორმალური შემოწმების დასრულების შემდგომ რეგისტრაციის განცხადება გამოქვეყნდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებულ