1. განმცხადებელი, რეგისტრაციის ვალდებულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, წარადგენს საბოლოო განცხადებას ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად, უცხოურ პრინციპალთან ურთიერთობის იმ პერიოდისთვის, რომელსაც არ მოიცავს მანამდე წარდგენილი განცხადებები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო საბოლოო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №9-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

2. რეგისტრაცია შეწყდება საბოლოო განცხადების წარდგენის საფუძველზე, თუ განმცხადებელი სრულად შეასრულებს კანონით ნაკისრ ვალდებულებებს.

3. რეგისტრაცია შესაძლებელია შეწყდეს თუ დადგინდება, რომ განმცხადებელი ვერ წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს გარდაცვალების, შეზღუდული შესაძლებლობების ან ლიკვიდაციის გამო, ან მაშინ, როდესაც რეგისტრაციის გაგრძელებით ვერ სრულდება კანონის მოთხოვნები.

4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის უცხოურ პრინციპალთან დაკავშირებული საქმიანობა ექვემდებარება კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს, მას უფლება აქვს წარადგინოს საბოლოო განცხადება ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად, უცხოურ პრინციპალთან აგენტური ურთიერთობის გაგრძელების მიუხედავა