წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონულ მონაცემთა ბაზა – ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.fara.acb.gov.ge) განთავსებული რეგისტრირებულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც შეიცავს კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას ძებნის, დალაგების და დახარისხების ფუნქციით;

ბ) განმცხადებელი – ნებისმიერი პირი, რომელმაც წარადგინა რეგისტრაციის განცხადება ბიუროში;

გ) დაკავშირებული პირი – უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირის აგენტი, პარტნიორი, წარმომადგენელი, დირექტორი, დასაქმებული, კონსულტანტი, მმართველი და სხვა;

დ) პირველადი განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესით დამტკიცებულ დანართებთან ერთად (დანართი №2, დანართი №3, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – დანართი №4, დანართი №5);

ე) დამატებითი განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად;

ვ) ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლილების ან განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად;

ზ) მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირთან დაკავშირებული პირის მიერ, ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად;

თ) რეგისტრაციის განცხადება – პირველადი განცხადება, დამატებითი განცხადება, ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება და მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება;

ი) საბოლოო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად;

კ) კონტროლი ან მისი ნებისმიერი გამოვლინება – კანონის პირველი მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და ამ წესის მიზნებისთვის ნიშნავს ხმის უფლების გამოყენებით, ხელშეკრულების ძალით ან სხვა გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობის ან უფლებამოსილების იმგვარ განხორციელებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გავლენის მოხდენა პირის საქმიანობის მიმართულებაზე ან მის ქმედებებზე;

ლ) საინფორმაციო მასალა – ნებისმიერი მასალა, რომლის გავრცელების დროსაც პირი მიიჩნევს ან აქვს საფუძველი მიიჩნიოს, ან განიზრახავს, რომ რაიმე ფორმით გავლენას მოახდენს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე ან თანამდებობის პირზე, ან საზოგადოებრივ სეგმენტზე, მათ შორის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მის მიღებას ან შეცვლაზე; ან უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებზე, პოლიტიკაზე ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობებზე. საინფორმაციო მასალა, რომელიც შეესაბამება ამ განსაზღვრებას, უნდა შეიცავდეს თვალსაჩინო მითითებას იმის თაობაზე, რომ ის ვრცელდება უცხოური პრინციპალის სახელით. საინფორმაციო მასალის გავრცელების ფორმა ან მეთოდი – ბეჭდური, ელექტრონული თუ სხვა სახით – არ ცვლის იმ გარემოებას, რომ იგი მიეკუთვნება საინფორმაციო მასალის ამ განსაზღვრებას;

მ) თვალსაჩინო მითითება – უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით გავრცელებულ საინფორმაციო მასალაზე ინფორმაციის გავრცელების საშუალებებთან ადაპტირებული, ადვილად აღქმადი, მკვეთრად გამოსახული და მარტივად იდენტიფიცირებადი მითითება, რომელიც ადასტურებს, რომ საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული, უცხოური პრინციპალის სახელწოდებისა და ქვეყნის მითითებით, აგრეთვე იმის მითითებით, რომ საინფორმაციო მასალასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დაცულია ბიუროში.

თავი II

რეგისტრაც