1. ამ წესის მიზნებისთვის, საინფორმაციო მასალაზე შესაბამისი მითითება ჩაითვლება თვალსაჩინოდ, როდესაც მასალა მონიშნულია ან ბეჭედდასმულია დასაწყისშივე იმგვარი ინფორმაციის შემცველი განცხადებით, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
2. ბეჭდური ფორმის საინფორმაციო მასალაზე თვალსაჩინო მითითების განთავსება უნდა განხორციელდეს საინფორმაციო მასალის ენაზე, მასალის დასაწყისშივე.
3. საინფორმაციო მასალას, რომელიც არ არის ბეჭდური ფორმის, თან უნდა ახლდეს განცხადება, რომელიც შეიცავს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციას.
4. საინფორმაციო მასალას, რომელიც გადაცემულია ან უნდა გადაიცეს ტელევიზიით, ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებით უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ, წინ უნდა უძღვოდეს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისი თვალსაჩინო მითითება. ამგვარი თვალსაჩინო მითითება უნდა იყოს ადაპტირებული ინფორმაციის გავრცელების საშუალებასთან. იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო მასალის ხანგრძლივობა აღემატება ერთ საათს თვალსაჩინო მითითება კეთდება საათში ერთხელ და საინფორმაციო მასალის გავრცელების დასრულებისას.
5. უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ფოსტით, ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებებით ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, გადასცემს მოძრავ ან უძრავ გამოსახულებას, ან იწვევს მის გადაცემას, ვალდებულია გავრცელების დასაწყისშივე გააკეთოს თვალსაჩინო მითითება.
6. კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღების მოთხოვნას, წინ უნდა უძღოდეს ან ახლდეს წერილობითი, თვალსაჩინო და ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ პირი კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტა