1. რეგისტრაციის განცხადების წარდგენის დავალების საფუძველია ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების დასკვნა, რომელიც ეფუძნება ინსპექტირების შედეგებს.
2. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, ბიურო წერილობით მიმართავს პირს და მოითხოვს რეგისტრაციის განცხადების წარდგენას 10 დღის ვადაში.
3. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით პირისთვის რეგისტრაციის განცხადების წარდგენის დავალების მოთხოვნით. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით პირს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები. ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
4. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, აქვს ან მომავალში ჰქონდეს კანონის დარღვევას, ბიუროს გადაწყვეტილებით, საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვი