1. ინსპექტირების მიზნით ბიუროს ფუნქციებია:
ა) საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის უწყვეტი მონიტორინგი;
ბ) იმ პირთა აქტივობის უწყვეტი მონიტორინგი, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პროცესებზე და რომლებიც არიან ან შესაძლოა იყვნენ უცხოური პრინციპალის აგენტები;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც აუცილებელია კანონის აღსრულებისთვის.
2. ინსპექტირების პროცესში ბიურო უზრუნველყოფს:
ა) ცნობების შეგროვებას;
ბ) ინფორმაციის გამოთხოვას;
გ) ფაქტების დადგენას;
დ) პირის გამოკითხვას/დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება