1. კონსულტაცია გაიცემა სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, ვებგვერდზე არსებული ჩათის ან ბიუროს ოფისში კონსულტაციის მეშვეობით. კონსულტაცია შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ განცხადების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.

2. კონსულტაცია, როგორც წესი, გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ამ შემთხვევაში, კონსულტაცია გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშო დღისა.

3. კონსულტაცია გაიცემა კონსულტაციის გაცემის მოთხოვნის წარმდგენი პირის მიერ ბიუროსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ამ ინფორმაციის ფარგლებში. ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას, სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ის პირი, ვინც ითხოვს კონსულტაციას.

4. კონსულტაციის გაცემის პროცედურის მიმდინარეობა არ ათავისუფლებს პირს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგა