1. თუ რეგისტრაციის წარმოებისას არ გამოვლინდა ხარვეზი ან განმცხადებელმა დადგენილ ვადებში აღმოფხვრა ხარვეზი, რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში რეგისტრაციის წარმოება სრულდება.
2. თუ რეგისტრაციის წარმოებისას გამოვლინდა ხარვეზი, რომელიც დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი, ბიურო შეწყვეტს რეგისტრაციის წარმოებას. ბიურო უფლებამოსილია შესაბამის მასალები გადაუგზავნოს საგამოძიებო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.
3. თუ ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან რეგისტრაციის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დადგინდა, რომ განმცხადებელი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ქმედებაში, რომელიც არღვევს კანონის რომელიმე ნორმას ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით განმცხადებელს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
4. თუ რეგისტრაციის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დადგინდა, რომ განმცხადებელი არღვევს კანონის რომელიმე ნორმას, ბიურო უფლებამოსილია მიმართოს საგამოძიებო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.
5. თუ დადგინდა, რომ განმცხადებელი არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ან განმცხადებელზე ან უცხოური პრინციპალის აგენტზე ვრცელდება კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი, ბიურო წყვეტს რეგისტრაციის წარმოება