1. თუ ფორმალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ბიურო ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის განმცხადებელს, განუმარტავს ხარვეზის ბუნებას და მოითხოვს მის აღმოფხვრას 3 სამუშაო დღის ვადაში.
2. თუ შინაარსობრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის განცხადების შინაარსი არის არასრული ან/და არაზუსტი, ბიურო ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის განმცხადებელს, განუმარტავს ხარვეზის ბუნებას და მოითხოვს მის აღმოფხვრას ან/და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენას არაუმეტეს 10 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით განმცხადებლისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენის დავალების მოთხოვნით. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა აგრეთვე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით პირს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზუნველყოფის სხვა ღონისძიებები. ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
4. განმცხადებლის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებ