1. საინფორმაციო მასალა, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუროს წარედგინება საინფორმაციო მასალის გავრცელების დაწყებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ამ წესით დამტკიცებული დანართი №10-ის შესაბამისად.
2. საინფორმაციო მასალის ამ წესის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში, იგივე მასალის შემდგომი გავრცელებისას, განმცხადებელს არ ევალება ბიუროს გადაუგზავნოს საინფორმაციო მასალის დამატებითი ასლები.
3. თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, განმცხადებელი არ არის ვალდებული წარადგინოს იმ საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც გადაიცემა მოძრავი გამოსახულების სახით და რომელსაც ის ავრცელებს თავისი უცხოური პრინციპალის სახელით, თუ იგი წარადგენს ყოველთვიურ ანგარიშს საინფორმაციო მასალის გავრცელების თაობაზე. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია ყოველ ჯერზე ბიუროს წარუდგინოს მოძრავი გამოსახულების კადრის ასლი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი მითითების თვალსაჩინოდ განთავსებას, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა