1. რეგისტრაცია ხორციელდება ბიუროში რეგისტრაციის განცხადების წარდგენით.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო პირველადი რეგისტრაციის განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს შემდეგ დანართებს: პირველადი განცხადების ფორმას დანართი №1-ის შესაბამისად; უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას დანართი №2-ის შესაბამისად; განმცხადებელსა და უცხოურ პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას დანართი №3-ის შესაბამისად; აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – განმცხადებელთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას დანართი №4-ის შესაბამისად; ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №5-ის შესაბამისად; მოკლე სარეგისტრაციო ფორმას დანართი №6-ის შესაბამისად, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. განმცხადებლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ბიუროს მიერ ამ პუნქტში გათვალისწინებული დანართების სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებით.

3. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული პირველადი რეგისტრაციის განცხადება. პირველადი რეგისტრაციის დასრულებამდე, რეგისტრაციის ვალდებულების მქონე განმცხადებლის მიერ უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ საქმიანობა ჩაითვლება უკანონოდ.

4. მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება ბიუროს წარედგინება პირველადი განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად.

5. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება პირველადი განცხადების შევსებიდან ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, პრინციპალისა და აგენტის ურთიერთობის რეგისტრაციის ვალდებულების ხანგრძლივობის მანძილზე, ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო დამატებითი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №7-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

6. ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება, კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ბიუროს 10 დღის ვადაში წარედგინება, ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო დამატებითი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №8-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

7. ამ წესით დამტკიცებული დანართები და შესაბამისი დოკუმენტები ბიუროს წარედგინება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ფიცის ქვეშ. დანართებში და შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, რეგისტრაციის განცხადება შესაძლებელია აგრეთვე წარდგენილ იქნეს ბიუროს მიერ დადგენილი სხვა ფორმით.

8. ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს ხელმოწერილი რეგისტრაციის განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენა. განმცხადებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტაცია ფიცის ქვეშ. დანართებში და შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელ