1. შესაბამის დანაყოფში სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ დანაყოფის ხელმძღვანელი.

2. კვამლდამცველზე გადაცემული სასუნთქი საშუალების გამართულობასა და მის სწორ გამოყენებაზე, აგრეთვე, ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელია კვამლდამცველი.

3. აკრძალულია სასუნთქი საშუალების გამოყენება თუ:

ა) მას არ გააჩნია უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

ბ) გამოუვლინდა მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით და ამ წესით დადგენილი ძირითადი პარამეტრების მაჩვენებლებიდან გადახრა;

გ) არ არის განკუთვნილი ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.

4. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციის ეტაპებია:

ა) სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა;

ბ) სასუნთქი საშუალების გამოყენება;

გ) სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურება.

5. შესაბამის დანაყოფში კვამლდამცველის აღჭურვილობის და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სხვა საშუალებების შენახვა და შესაბამისი ტექნიკური მომსახურება ხორციელდება საკონტროლო საგუშაგოზ