1. სასუნთქი საშუალების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსება და ტრანსპორტირება ხორციელდება ვერტიკალურ მდგომარეობაში, სპეციალურად მოწყობილ უჯრედში, რომელიც ფიქსირდება სპეციალური სამაგრებით. მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის უჯრედის ძირი და კედლები იფარება ამორტიზაციის მქონე რბილი მასალით.
2. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი, როგორც წესი, კომპლექტდება სარეზერვო სასუნთქი საშუალებებით, რომლებზეც გათვალისწინებული უნდა იყოს სარეზერვო ჰაერის ბალონი და ხელსაწყო მათი მომსახურებისთვის.
3. სარეზერვო ჰაერის ბალონის განთავსება და ტრანსპორტირება ხორციელდება ვერტიკალურ მდგომარეობაში ბალონის ხრახნიანი საცობის გამოყენებით, ავტომობილის ნაკვეთურში სპეციალურად მოწყობილ ყუთში, რომლის ძირი და კედლები დაფარულია ამორტიზაციის მქონე მასალით. ყუთი ტრანსპორტირების პერიოდში ილუქება, ხოლო ყუთის გარეთა მხარეს კეთდება წარწერა ბალონის ნომრის და მისი შევსების თარიღის მითითებით.
4. სარეზერვო ჰაერის ბალონის ვერტიკალურ მდგომარეობაში განთავსების შეუძლებლობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჩამკეტი არმატურით გარეთ. ამ შემთხვევაში, თითოეული სარეზერვო ჰაერის ბალონი დამატებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სამაგრით, ყუთიდან გადმოვარდნის პრევენციისთვის.
5. დამცავი ტანსაცმლის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით გადატანა ხორციელდება სპეციალური ჩანთებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დაცვას დასველებისგან და მექანიკური დაზიანებისგან.
6. გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებში (0°C-ზე დაბალი) სასუნთქი საშუალება, სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობა და სიმაღლიდან დასაშვები სპეციალური სამაშველო საშუალება უნდა განთავსდეს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის გათვლის კაბინაშ