1. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობა შედგება:

ა) სასუნთქი საშუალებებისაგან;

ბ) სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობებისაგან – ერთი სამაშველო მოწყობილობა თითოეულ კვამლდამცველზე;

გ) კავშირის საშუალებებისაგან;

დ) განათების საშუალებებისაგან – ერთი ჯგუფური ფარანი კვამლდამცველთა რგოლზე და ინდივიდუალური ფარანი თითოეულ კვამლდამცველზე;

ე) სახანძრო-სამაშველო თოკისაგან;

ვ) დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირებისაგან;

ზ) კონსტრუქციების გასახსნელი ინსტრუმენტებისაგან.

2. ცალკეულ შემთხვევში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობას შეიძლება დაემატოს:

ა) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები;

ბ) ავარიული სიგნალის მიწოდების ხმოვანი ხელსაწყო;

გ) გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის ხელსაწყოები (გაზის ანალიზატორი, რენტგენომეტრი, სითბური გამოსახულების აპარატი და ა.შ.);

დ) დამცავი ტანსაცმელი;

ე) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალებები − სამედიცინო ჩანთა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ხელსაწყო;

ვ) სიმაღლიდან დასაშვები სპეციალური სამაშველო საშუალებები;

ზ) დამზღვევი ქამრები, დიელექტრიკული ხელსაწყოს კომპლექტი, სამშენებლო დგარები (დონკრატი) და სხვა საავარიო-სამაშველო ხელსაწყოები.

3. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის კერის და ავარიის წარმოშობის ადგილამდე მოკლე მანძილის არსებობის, დაკვამლიანების დაბალი დონის ან შესასრულებელი მოქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული.

4. გამონაკლის შემთხვევაში დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირების ნაცვლად შესაძლებელია სახანძრო სახელოების გამოყენება.

5. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოების ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებში ან/და მათი გაჟონვის ადგილას ჩატარების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველი (კვამლდამცველი) იცვამს მაიზოლირებელი ტიპის სპეციალურ დამცავ ტანსაცმელს ან მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავ ტანსაცმელს.

6. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია ჟანგბადის სასუნთქი აპარატების გამოყენება მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავ ტანსაცმელთან ერთა