1. თითოეული კვამლსაწინააღმდეგო რგოლისთვის ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ იქმნება შესაბამისი უსაფრთხოების საგუშაგო.

2. უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილს და გუშაგს განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი, ხოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის შემთხვევაში – საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი.

3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის შემთხვევაში, მის დაქვემდებარებაში გადადის ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ადგილზე შექმნილი უსაფრთხოების საგუშაგო.

4. უსაფრთხოების საგუშაგო თავსდება სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოს შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს, უსაფრთხო ზონაში.

5. უსაფრთხოების საგუშაგოსთან თავსდება აბრა წარწერით ,,უსაფრთხოების საგუშაგო“.

6. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამკლავური, სამაგიდო საათი და უსაფრთხოების საგუშაგოებისთვის დადგენილი საძახისების ცხრილ