1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლი ერთმანეთთან დაკავშირებულია დასაწყვილებელი ბაგირით. კვამლსაწინააღმდეგო რგოლს გადაადგილებისას სათავეში უდგას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური, ხოლო ბოლოში დგება გამოცდილი კვამლდამცველი.
2. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისათვის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური:
ა) მიმართულების ბაგირის ერთ ბოლოს ამაგრებს უსაფრთხოების საგუშაგოსთან ახლოს შესაბამის კონსტრუქციაზე;
ბ) გადაადგილდება დანიშნულების ადგილისკენ;
გ) დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე ამაგრებს მიმართულების ბაგირის მეორე ბოლოს და უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს აცნობებს დანიშნულების ადგილზე მისვლის და ამ მომენტისათვის ჰაერის ბალონში არსებული წნევის მაჩვენებლის შესახებ;
დ) კვამლდამცველებს აცნობებს სასუნთქი საშუალებების ბალონებში საკონტროლო წნევის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება მათი უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილზე დაბრუნების დრო;
ე) იწყებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობასთან ერთად ხანძრის ჩაქრობას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შესრულებას და ხელმძღვანელობს მათ.
3. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ვალდებულია:
ა) დაიმახსოვროს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში გადაადგილების მიმართულება;
ბ) დაიცვას სასუნთქი საშუალებები ღია ცეცხლის უშუალო ზემოქმედებისა და სხვა სახის დაზიანებისგან;
გ) არ დაუშვას კვამლდამცველის მიერ პანორამული ნიღბის მოხსნა ან ჩამოწევა;
დ) უზრუნველყოს სასუნთქი საშუალების მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა;
ე) იცოდეს და აკონტროლოს მუშაობის დასაშვები დრო და საფრთხის შესახებ შეტყობინების სიგნალები;
ვ) აკონტროლოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის მდგომარეობა, კონსტრუქციების, აფეთქების და ჩამონგრევის საშიშროება და ცეცხლის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობა;
ზ) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის წევრებთან და უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგთან;
თ) დადგენილი პერიოდულობით გადასცეს ინფორმაცია უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს დასახული მოქმედებების შესრულების მსვლელობასა და დაგეგმილ მოქმედებებზე;
ი) თვალყური ადევნოს კვამლდამცველების მდგომარეობას და ვითარების მიხედვით აღჭურვილობის სწორად გამოყენებას;
კ) სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას აკონტროლოს სასუნთქი საშუალებების ხმოვანი სიგნალის მოწყობილობის ამუშავების დრო;
ლ) სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას თანაბრად დატვირთოს კვამლდამცველები და პერიოდულად დაასვენოს ისინი ღრმა, თანაბარი სუნთქვის აღდგენამდე;
მ) მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით თვალყური ადევნოს სასუნთქი საშუალებების ბალონებში ჰაერის წნევას და ჰაერის ავარიული (დამატებითი) მიწოდება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში;
ნ) დასახული ამოცანის შესრულების შემდეგ აღჭურვილობა და სასუნთქი საშუალებები მოიყვანოს მზადყოფნაში სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შემდგომი გამოყენებისათვის.
4. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას შეცვალოს ან შეწყვიტოს განსახორციელებელი მოქმედებები შემდეგ შემთხვევებში:
ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოშობისას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უსაფრთხოებას;
ბ) კვამლდამცველების ჯანმრთელობის და სასუნთქი საშუალების ან/და დამცავი ტანსაცმლის ტექნიკური მდგომარეობის გამო.
5. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სრული შემადგენლობით სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოდან დაბრუნებას.
6. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ადამიანის ყოფნის შემთხვევაში, პირველ რიგში ხორციელდება მისი გადარჩენა.
7. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური განსახორციელებელი მოქმედებების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ატყობინებს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგსა და ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს.
8. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისას კვამლდამცველი ვალდებულია:
ა) იცოდეს და მკაცრად დაიცვას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის გადაადგილების მიმართულება და უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) არ დატოვოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურის ნებართვის გარეშე, აკონტროლოს გადაადგილების მიმართულებაზე ვითარების შეცვლა და სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობა;
გ) მოახსენოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს დასახული მოქმედებების შესრულების ადგილზე ვითარების შეცვლის, სასუნთქ საშუალებაში აღმოჩენილი გაუმართაობის, სასუნთქი საშუალების ხმოვანი სიგნალის ამუშავების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.
9. კვამლდამცველის გამორთვა სასუნთქი საშუალებიდან ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურის ბრძანები