საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი:

ა) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების რეჟიმს;

ბ) აორგანიზებს და აკონტროლებს უსაფრთხოების საგუშაგოების მუშაობას;

გ) ატარებს ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგებისთვის სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვებისა და კონტროლის შესახებ;

დ) უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირის არსებობას უსაფრთხოების საგუშაგოებთან, აგრეთვე, უსაფრთხოების საგუშაგოებსა და მომუშავე კვამლსაწინააღმდეგო რგოლს შორის;

ე) უზრუნველყოფს გადასატანი საკომპრესორო სადგურის მუშაობასა და მათ აღჭურვას სასუნთქი საშუალების სარეზერვო ბალონებით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მოქმედებებს ათანხმებს ობიექტის ადმინისტრაციასთან;

ზ) უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებზე მომუშავე, დასვენებაზე და რეზერვში მყოფი რგოლების აღრიცხვას, განსაზღვრავს მათი შეცვლის წესს, სასუნთქი საშუალებების დამცავი მოქმედების დროის გათვალისწინებით;

თ) განსაზღვრავს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებზე მომუშავე კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლების თავშეყრის, დამცავი ტანსაცმლის განთავსების, დეგაზაციის, დეაქტივაციის, აგრეთვე, სასუნთქი საშუალების ან/და დამცავი ტანსაცმლის გაწმენდისა და დეზინფექციის ჩატარების ადგილს;

ი) ახორციელებს გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურების მიერ კვამლდამცველის სამედიცინო-სანიტარიულ კონტროლს;

კ) უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო რგოლების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალისა და სხვა დოკუმენტების წარმოება