1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე კვამლდამცველის ჩართვა სასუნთქ საშუალებაში და დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა ხორციელდება უსაფრთხოების საგუშაგოზე.
2. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით კვამლსაწინააღმდეგო რგოლზე შეიძლება დაიშვას სხვა პირი კვამლდამცველის მიერ დამცავი ტანსაცმლის ჩაცმაში დასახმარებლად. დამხმარე პირთა რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტული სახეობის დამცავი ტანსაცმლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად.
3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე ამოწმებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სათანადო აღჭურვილობის გამართულობას და შემადგენლობის მიერ სასუნთქი საშუალების სპეციალური შემოწმების განხორციელების სისწორეს.
4. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სათავსებში, გვირაბებსა და მიწისქვეშა დიდი ფართობის მქონე ნაგებობებში დაზვერვის ჩატარებისთვის ერთდროულად იგზავნება არანაკლებ სამი კვამლსაწინააღმდეგო რგოლი.
5. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი და კვამლდამცველი უზრუნველყოფენ სასუნთქ საშუალებებში მუშაობის პარამეტრების გამოთვლას. ამ შემთხვევაში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მუშაობის დრო განისაზღვრება სასუნთქ საშუალებაში ჰაერის ბალონის წნევის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შესაბამისად.
6. კვამლსაწინააღმდეგო რგოლი სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამის მოქმედებებს ახორციელებს სასუნთქი საშუალების დაცვის მოქმედების დროის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ იცვლება კვამლსაწინააღმდეგო რგოლი.
7. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შეცვლა, ხორციელდება უსაფრთხო ზონაში, ცალკეულ შემთხვევებში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის ან საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. კვამლდამცველთა რგოლის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოშიც.
8. კვამლსაწინააღმდეგო შეცვლილი რგოლი დასვენების შემდეგ ირიცხება კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლების შემადგენლობაშ