1. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს საჭიროების შემთხვევაში ქმნის და მის ხელმძღვანელს, განთავსების ადგილსა და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
2. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო-გამშვები პუნქტი არ იქმნება, მის ფუნქციებს ასრულებს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.
3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია საკონტროლო-გამშვები პუნქტის ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით.
4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციებია:
ა) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაშვების რეჟიმის განსაზღვრა და დაშვებაზე ნებართვის გაცემა;
ბ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;
გ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან კავშირი;
დ) საფრთხეების და პოტენციურად საშიში პირობების დროული გამოვლენა და კვამლდამცველთა რგოლისთვის შეტყობინება.
5. საკონტროლო-გამშვები პუნქტის აღჭურვილობაა:
ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების კონტროლის საშუალებები;
ბ) ფიზიკური ბარიერები კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უსაფრთხოების საგუშაგოსთან დაშვების განსახორციელებლად;
გ) კავშირის საშუალებები;
დ) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონების შევსებისა და კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინსტრუმენტები და მოწყობილობები, სპეციალური ხელსაწყოები და მოწყობილობები სასუნთქი საშუალების დოზიმეტრული კონტროლისა და დეკონტამინაციის ჩასატარებლა