1. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი:

ა) ახორციელებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვებას სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში;

ბ) აღრიცხავს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მყოფი და იქიდან დაბრუნებული კვამლდამცველების რაოდენობასა და ვინაობას;

გ) უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მყოფ კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან;

დ) უზრუნველყოფს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლდამცველების მუშაობის ხანგრძლივობისა და სხვა აუცილებელი პარამეტრების გამოთვლას დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) იცავს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების რეჟიმის მოთხოვნებს;

ვ) უზრუნველყოფს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში იმ პირის არ დაშვებას, რომელიც არ შედის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობაში.

2. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი ავსებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალს (დანართი 15), ხოლო კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ამოწმებს ჟურნალში არსებული ჩანაწერების სისრულესა და სისწორეს.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ყოფნის პერიოდში, უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი ვალდებულია:

ა) იქონიოს ინფორმაცია კვამლსაწინააღმდეგო რგოლების ფაქტობრივი ადგილმდებარეობის, სამუშაო პირობების, აგრეთვე, მათი დაბრუნების დროის შესახებ;

ბ) სასუნთქი საშუალების ჰაერის მაქსიმალური მოხმარების ან/და ბალონში წნევის ვარდნის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ გამოითვალოს და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონში ჰაერის წნევის მაჩვენებელი, რომლის შესაბამისად კვამლსაწინააღმდეგო რგოლი უნდა დაბრუნდეს სუფთა ჰაერზე;

ბ.ბ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ყოფნის სავარაუდო დარჩენილი დრო;

გ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში საშიშროების წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყონებლივ შეატყობინოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს საშიშროების ხასიათი და მასთან ერთად განსაზღვროს შემდგომი მოქმედებები;

დ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან კავშირის დარღვევისას ან/და უბედური შემთხვევის ან კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უკან დაბრუნებისას შექმნილი შეფერხების თაობაზე მიღებული ინფორმაცია:

დ.ა) დაუყოვნებლივ მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს;

დ.ბ) დაუყონებლივ გასცეს ბრძანება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სასუნთქ საშუალებებში ჩართვაზე და ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელთან შეთანხმებით გაგზავნოს კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლადმცველთა რგოლისთვის დახმარების აღმოსაჩენად;

ე) ყოველ 10 წუთში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მეტი სიხშირით, კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს მიაწოდოს ინფორმაცია სასუნთქ საშუალებაში ჩართვის მომენტიდან გასული დროის შესახე