1. ცვლის მეთაური, აორგანიზებს საკონტროლო საგუშაგოს საქმიანობას, აკონტროლებს საკონტროლო საგუშაგოზე განთავსებული კვამლდამცველის აღჭურვილობისა და კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალებების მდგომარეობას.

2. საკონტროლო საგუშაგოზე სასუნთქი საშუალებები, სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონები და სასუნთქი საშუალების ინდივიდუალური პანორამული ნიღბები ინახება ერთმანეთისგან განცალკევებით, ვერტიკალურ მდგომარეობაში, ინდივიდუალურად მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ნაკვეთურებში ისე, რომ არ დაზიანდეს მათი კვანძები და დეტალები.

3. სასუნთქი საშუალების შესანახი ნაკვეთურის ძირი და გვერდები იფარება ამორტიზაციის მქონე მასალით.

4. სასუნთქი საშუალებისა და პანორამული ნიღბის შესანახ ნაკვეთურებზე კეთდება აღნიშვნა შესაბამისი აღჭურვილობის ნომრის და მისი მფლობელის სახელის და გვარის მითითებით.

5. საკონტროლო საგუშაგოზე შენახულ სარეზერვო სასუნთქ საშუალებაზე და სარეზერვო ჰაერის ბალონზე კეთდება შესაბამისი წარწერა „სარეზერვო“.

6. შევსებული და ცარიელი ჰაერის ბალონები ინახება ცალ-ცალკე, შესაბამისი წარწერით „შევსებული“ და „ცარიელი“.

7. დამცავი ტანსაცმელი ინახება სპეციალურ შესაფუთ ჩანთებში, რომლებიც შეიძლება დალაგდეს ერთმანეთზე, მაგრამ არაუმეტეს ორი რიგისა, ვერტიკალურ მდგომარეობაშ