1. სახანძრო ავტომობილში შემწოვი სახელო ინახება ქარხანა-დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ სპეციალურად მოწყობილ ნაკვეთურში.

2. სახანძრო ავტომობილის სახელოს ნაკვეთურიდან სახელოს გადმოღება უნდა მოხდეს ფრთხილად, სახელოს ნაკვეთურის კონსტრუქციაზე შეხებისა და მყარ ზედაპირზე დარტყმისაგან დაცვის მიზნით.

3. აკრძალულია სახანძრო ავტომობილის დაკომპლექტება გაუმართავი ან დაბინძურებული სახელოებით, გარდა ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნების შემთხვევისა, როდესაც სახელოების ტექნიკური მომსახურების ადგილზე ჩატარება შეუძლებელი იყო.

4. სახელოს დათვალიერება საჭიროა სახანძრო ავტომობილის მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს და ხანძარზე (საგანგებო სიტუაციაზე) ან/და სწავლებაზე ყოველი გამოყენების შემდეგ.

5. დაბინძურების კვალის აღმოჩენისას საჭიროა სახელოს გაწმენდა, გარეცხვა, გაშრობა, შიდა და გარე ზედაპირის დათვალიერება გარე დაზიანების და შიდა ჰიდროსაიზოლაციო შრის დარღვევის აღმოსაჩენად, ასევე, შემაერთებელი თავაკების მიმაგრების სიმტკიცის, გამართულობის და მათში შემამჭიდროებელი რგოლების არსებობის დასადგენად.

6. სახელოს მუშაობა აღირიცხება სახელოების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო დაზიანების შემთხევაში – დანაყოფის სამსახურის წიგნში.

7. სახელო უნდა გაირეცხოს სახელოს სარეცხ მანქანაში, როფებში ან მყარი საფარის მქონე სუფთა მოედანზე, ბეწვის ან კაპრონის ჯაგრისით. აკრძალულია ლითონის ჯაგრისის გამოყენება.

8. გაყინული სახელო გარეცხვამდე უნდა გალღვეს. ქაფწარმომქმნელის გამოყენების ან დაბინძურებული წყალსაცავიდან წყლის აღების შემთხვევაში უნდა გაირეცხოს სახელოს შიდა და გარე ზედაპირი.

9. სახელო უნდა გაშრეს სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწყობილ კოშკურ, კამერის ან სხვა ტიპის საშრობზე. გაშრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +50°C. გაშრობის შემდეგ სახელო დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საშრობიდან.

10. კოშკურ საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან სხვა ხელსაწყო ჰაერის გასათბობად. სახელოები გადაკიდებული უნდა იყოს თანაბრად შახტის მთელ სიგრძეზე. შევსების სიმჭიდროვე უნდა იყოს 10-15 სახელო 1 მ2-ზე. სახელოს აწევა ხდება ჯალამბრით.

11. გარემოს 20°C და მეტი ტემპერატურის, ასევე, 80%-ზე ნაკლები ტენიანობის პირობებში დასაშვებია სახელოს გაშრობა შენობის გარეთ. სახელო უნდა იყოს ჩამოკიდებული ან დაწყობილი გისოსებიან დახრილ სტელაჟზე, ამასთან, საიმედოდ უნდა იყოს დაცული მზის სხივების და ნალექის პირდაპირი ზემოქმედებისგან. შრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

12. აკრძალულია სახელოების გაშრობა გამათბობლებზე ან მათგან ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე და შენობების სახურავზე. აგრეთვე, დაუშვებელია სახელოს დაწყობა ლითონის და სხვა წვეტიან საგნებზე.

13. დაშვებულია მხოლოდ სუფთა სახელოს შენახვა. დაუშვებელია სახელოს შენახვა ოზონის გამომყოფ მუშა მდგომარეობაში მყოფ მოწყობილობასთან, ასევე, ულტრაიისფერი სხივების გამომყოფ სინათლის ხელოვნურ წყაროებთან. სახელო დაცული უნდა იყოს მზის და სითბური სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. დაუშვებელია სახელოზე ზეთის, ბენზინის, ნავთის, მჟავას და სხვა ნივთიერებების მოხვედრა.

14. გამდენი სახელო ინახება სტელაჟის მთელ სიგრძეზე. სამ თვეში ერთხელ საჭიროა სახელოს შემობრუნება სტელაჟზე შეხების ადგილის შეცვლით.

15. სათადარიგო გამდენი სახელო ინახება ორმაგად დახვეული, ხოლო დასაწყობებული სახელო – ერთმაგად დახვეული.

16. ჰიდრავლიკური ტუმბო და ხელსაწყოები მუშაობის დამთავრების შემდეგ უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ნაჭრით, დაბინძურების შემთხვევაში მაღალი წნევის მილების შეერთების ადგილები და მათი სარქველები გაირეცხოს მსუბუქი სარეცხი საშუალებებით (თხევადი საპონი, თბილი წყალი).

17. შიდაწვის ძრავიანი და ელექტრო ხის საჭრელი ხერხით სამუშაოების დამთავრების შემდეგ, საჭრელი პირი უნდა დაიშალოს და გასუფთავდეს უცხო სხეულებისგან, ასევე, უნდა გასუფთავდეს შეზეთვის სისტემა, ნესტიანი ნაჭრით გაიწმინდოს ხელსაწყოს კორპუსი და მომზადდეს შემდგომი მუშაობისთვის.

18. დატენილი მყვინთავის ბალონი ერთი თვის შემდეგ უნდა დაიცალოს ნელ-ნელა, რათა არ მოხდეს ბალონში წყლის კონდესატისა და კოროზიის წარმოქმნა, ხოლო დაცლილი ბალონი ხელახლა უნდა დაიტენოს.

19. კაბელისებრი თოკის გაჭუჭყიანების შემთხვევაში იგი ირეცხება მტკნარი, გამდინარე წყლით, ხოლო შრება მზისგან დაცულ ადგილას გაუჭიმავ მდგომარეობაში. თოკი ინახება ახვეულ (მარკირებულ) მდგომარეობაში მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

20. ტვირთის ასაწევი ბალიშის გადატანა ხდება მათზე დამაგრებული სახელურების საშუალებით. ბალიში შენახვამდე უნდა გაიწმინდოს რბილი ნესტიანი ნაჭრით, ზედაპირზე წაესვას სპეციალური საცხი და დასაწყობდეს მშრალ, მზისგან და ყინვისგან დაცულ ადგილას. ჰაერის მიმწოდებელი მილები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ნაჭრით, დაბინძურების შემთხვევაში მილების შეერთების ადგილები გაირეცხოს მსუბუქი სარეცხი საშუალებებით (თხევადი საპონი, თბილი წყალი).

21. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორის სახიფათო ნივთიერებებით გარე დაბინძურების შემთხვევაში, დეტექტორი უნდა გაიწმინდოს სველი ნაჭრით ან საპნიანი ქაფით. დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

22. მექანიკური ქიმიური ნივთიერების დამდგენი დეტექტორის სახიფათო ნივთიერებებით გარე დაბინძურების შემთხვევაში, დეტექტორი უნდა გაიწმინდოს სველი ტილოთი ან საპნიანი ქაფით. დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

23. ლაკმუსის ქაღალდი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

24. რადიაციული ფონის და წყაროს აღმომჩენი დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

25. ბიოლოგიური საფრთხის აღმომჩენი ტესტის შენახვა აუცილებელია მაცივარში, მშრალ გარემოში.

26. „A-დონის“ (მაღალი დაცვის) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი (კომბინიზონი) ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით და ჩამოიკიდოს (თავისივე საკიდით) ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. იგი უნდა ინახებოდეს საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში, დაკიდებულ-ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

27. ,,B-დონის“ (საშუალო) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი (კომბინიზონი) ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით და ჩამოიკიდოს (თავისივე საკიდით) ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. კომბინიზონი შეფუთვიდან ამოღების შემდეგ უნდა ეკიდოს (თავისივე საკიდით) საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. მისი შენახვა დასაშვებია ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოშ