1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უნდა აღირიცხოს სახელოები და მათი მდგომარეობა. სახელოების და მათი მდგომარეობის აღრიცხვისა და ჩამოწერის დოკუმენტებს განეკუთვნება სახანძრო სახელოს პასპორტი (დანართი 9).
2. დანაყოფში ჩამოწერას ექვემდებარება ექსპლუატაციისთვის (რემონტისთვის) გამოუსადეგარი ან ჰიდრავლიკური გამოცდის დროს დაწუნებული სახელო და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა, აგრეთვე, ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან სხვა ღონისძიებაზე დაზიანებული/დაკარგული სახელო, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა.
3. სახანძრო სახელოს ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს სახელოს დასახელება, დიამეტრი, ნომერი, სიგრძე, გამოშვების თარიღი, ექსპლუატაციის დაწყების თარიღი, ნამუშევარი საათების რაოდენობა, მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. სახელოს ჩამოწერის საფუძველია მისი შეკეთების შემდეგ ჰიდრავლიკური გამოცდის არადამაკმაყოფილებელი შედეგი. ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებაზე ან სხვა ღონისძიებაზე მწყობრიდან გამოსული და შეკეთებისთვის გამოუსადეგარი სახელოს ჩამოწერისათვის აქტში უნდა მიეთითოს დაზიანების თარიღი, მისამართი, სახელოს დაზიანების გარემოება. აქტს თან უნდა ერთვოდეს ჩამოსაწერი სახელოს პასპორტი.
4. დასაშვებია გათვლისთვის გამოუსადეგარი სახელოს გადატანა „სასწავლო“ ან „სამეურნეო“ კატეგორიაში, სახელოზე შესაბამისი წარწერის „სასწავლო“ ან „სამეურნეო“ დატანით. აღნიშნული სახელო უნდა ინახებოდეს ცალკე, რათა გამოირიცხოს მათი ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებაზე ან სხვა ღონისძიებაზე გამოყენება.
5. ახალი სახელო ითვლება წუნდებულად, თუ მან ვერ გაიარა გამოცდა. ექსპლუატაციისა და შენახვის საგარანტიო ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსულ და წუნდადებულ ახალ სახელოზე დგება აქტი დადგენილი წესის შესაბამისა