განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002318989
№1ბ/1540-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივნები: მერი ლაბარტყავა და ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლუკა გამყრელიძე
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ს---–--- კ------ე და ს------ მ----------
გამართლებული: ბ-–-- ხ----------ე, დაბადებული: 1----–-–----------ი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ-–-- ხ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო კანონისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნებს და გამოიტანა დაუსაბუთებელი გამამართლებელი განაჩენი. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა ყველა ფაქტობრივი გარემოება და წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო ბ-–-- ხ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. ევროპის საბჭოს კონვენციის ქვაკუთხედია პრევენცია მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოებას ყველა წევრს, განსაკურებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი აპელანტს მიაჩნია დაუსაბუთებლად და განმარტავს, რომ განაჩენის დასაბუთება არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ, 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებაში, ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა ორი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ისა და მოწმე ი-------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბ-–-- ხ----------ემ ნ---- ხ--–-–---–ს ესროლა ბავშვის ფეხსაცმელები, რომელთაგანაც ერთი მოხვდა სახის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ი-------–---–ის პირდაპირ ჩვენებასთან მიმართებაში, რომ ფეხსაცმელების სროლა არის თუ არა განზრახი ქმედება გაურკვეველია. 2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებაში, სასამართლოს წარედგინა დაზარალებულის დეტალური ჩვენება და სხვა უამრავი მტკიცებულება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იყო დაზარალებულის ჩვენაბასთან, თუმცა სასამართლომ გაიზიარა მოწმეების ე------ ბ------–-–---–ის, ბ------ პ----–---–ის და ლ---------------–--ის ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს არ მიაწოდეს რეალური ინფორმაცია. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი და ბ-–-- ხ----------ე დამნაშავედ იქნეს ცნობილი ორ ეპიზოდში, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით .
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ბ-–-- ხ----------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 05 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ბ-–-- ხ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებული ბ-–-- ხ----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ს---–--- კ------ემ და ს------ მ----------მ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, განმარტეს რომ დაზარალებულად ცნობილ ნ---- ხ--–-–---–ს გააჩნია დაინტერესება ბ-–-- ხ----------ის მიმართ, ის მოწმეების თანდასწრებით დაემუქრა სამართალდამცავი ორგანოებით, ბ-–-- ხ----------ის მხრიდან არც 2017 წლის სექტემბერში და არც 2017 წლის 10 ნოემბერს ადგილი არ ჰქონია ძალადობის ფაქტს, დაცვის მხარემ მოითხოვა ბ-–-- ხ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ბ-–-- ხ----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვეში, დღისით თბილისი, მუხიანის დასახლება მე–4ა მ/რ, მე–4 კორპუსი, ბინა №43–ში ბ-–-- ხ----------ემ ყოფილი მეუღლის, ნ---- ხ--–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ ნ---- ხ--–-–---–ს ესროლა ბავშვის სახლში ჩასაცმელი ფეხსაცმელები, რომელთაგან ერთი მოხვდა სახის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე მოხვდა ტანის არეში. ამის შემდეგ ბ-–-- ხ----------ემ ყოფილ მეუღლეს ხელზე ძლიერად მოჰკიდა ხელი და ძალით გაიყვანა ბინიდან, რის შედეგადაც ნ---- ხ--–-–---–ს ხელი დაულურჯდა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ნ---- ხ--–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2017 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 20:30 საათზე თ---–----------------------–-----------------------------------------–ში ბ-–-- ხ----------ემ ყოფილი მეუღლის ნ---- ხ--–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, ნ---- ხ--–-–---–ს ხელი დაარტყა თავის არეში და მხარზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ნ---- ხ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ნ---- ხ--–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ-–-- ხ----------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენებით, 11 წლის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ბ-–-- ხ----------ესთან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი - ნ--- და გ------- ხ----------ეები. თანაცხოვრების პერიოდში, ბ-–-- ხ----------ე მის მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით და ხშირად ძალადობდა მასზე და არასრულწლოვან შვილზე ნ--- ხ----------ეზე. მიუხედავად მეუღლის მხრიდან განხორციელებული არაერთი ძალადობისა, მასთან განქორწინება არ უფიქრია, რადგან სურდა ოჯახის შენარჩუნება. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ბავშვების სანახავად მისული იყო ბ-–-- ხ----------ესთან, რომელმაც არ მისცა უფროს შვილთან, ნ---სთან დალაპარაკების საშუალება და ესროლა ბავშვის ჩუსტები, საიდანაც ერთი მოხვდა ტუჩზე, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, ხოლო მეორე ჩუსტი მოხვდა ტანის არეში, რის შემდეგაც ბ-–--მა მოჰკიდა ხელი მკლავში და გამოაგდო სახლიდან. რაც შეეხება ნოემბრის ფაქტს, ბ-–-- ხ----------ესთან მისული იყო ბავშვის წამოსაყვანად, რა დროსაც კარი გაუღო ბ-–--ის დეიდაშვილმა ბ------ პ----–---–მა. სახლში შესვლისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ-–-- ხ----------ემ, შეიყვანა იმ ოთახში, სადაც არ იყვნენ ბავშვები და ხელი ჩაარტყა თავის არეში და მიანარცხა კედელზე. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბ-–-- ხ----------ის მამიდაშვილი ლ---------------–--ე და ე------ ბ------–-–---–ი, რომელიც იმყოფებოდა მისაღებ ოთახში და არ გამოსულა ოთახიდან. სახლიდან წამოსვლის შემდგომ გამოიძახა პოლიცია.
მოწმე მ-----ი მ------ის ჩვენებით, დაზარალებული ნ---- ხ--–-–---–ი არის მისი შვილი, რომელიც 11 წლის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ბ-–-- ხ----------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში ნ---- ხ--–-–---–ი არაფერს უყვებოდა მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ზუსტი დრო არ ახსოვს, როდესაც ნ----ს უფროსი შვილი - ნ--- იყო 4-5 წლის, ნ----ს სახეზე შენიშნა დაზიანება, რომლის გამომწვევი რეალური მიზეზი ნ----მ დაუმალა და უთხრა, რომ თითქოს დაეჯახა კარს, თუმცა როგორც შემდგომ ნ---სგან გახდა ცნობილი, მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება. მას შემდეგ, რაც მისი შვილი განქორწინდა ბ-–-- ხ----------ესთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მას ფეხსაცმლით ჰყავდა ნაცემი ნ---- ხ--–-–---–ი.
მოწმე ი----- ხ--–-–---–ის ჩვენებით, მისი დის, ნ---- ხ--–-–---–ის, მეუღლესთან განქორწინების შემდგომ, ცნობილი გახდა, რომ ბ-–-- ხ----------ე სცემდა მეუღლეს და აყენებდა მას როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, პირადად არასდროს შესწრებია ბ-–-- ხ----------ის მხრიდან ნ---- ხ--–-–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
მოწმე ნ----- კ-------–-–---–ის ჩვენებით, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–თან. ასევე იცნობს ბრალდებულ ბ-–-- ხ----------ეს და ხშირად უწევდა მათ ოჯახში სტუმრობა. არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას და ბ-–-- ხ----------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს. პირველად, ნ---- ხ--–-–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გაიგო ორსულობის პერიოდში, რაზეც ნ----ს ურჩევდა მეუღლესთან გაშორებას, თუმცა იგი უარს ეუბნებოდა, რადგან არ ჰქონდა მშობლებთან ბავშვის გაზრდის პირობები და ამასთან, მეუღლე აიძულებდა უკან დაბრუნებას. რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის ფაქტს, როგორც ნ---- ხ--–-–---–ისგან გადმოცემით იცის, ბ-–-- ხ----------ემ ხელი დაარტყა თავის არეში. 2017 წლის სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით, დაუკავშირდა ნ---- ხ--–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ დატოვა ოჯახი და გაშორდა მეუღლეს. მოწმის განმარტებით, მეუღლეებს შორის 11 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ნ---- ხ--–-–---–ისგან ესმოდა, რომ მისი მეუღლე არ უზრუნველყოფდა მატერიალურად, მისი ხელფასი არ ხმარდებოდა ოჯახს და თავად უწევდა ოჯახის რჩენა.
მოწმე ი-------–---–ის ჩვენებით, ნ---- ხ--–-–---–ი არის მისი ბავშვის ნათლია. 2017 წლის ნოემბრის ფაქტს თავად არ შესწრებია, თუმცა ნ---- ხ--–-–---–მა ტელეფონის საშუალებით აცნობა, რომ ბ-–-- ხ----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი ჩაარტყა თავის არეში. რაც შეეხება 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდს, ნ----მ სთხოვა ბ-–-- ხ----------ესთან გაყოლა ბავშვის წამოსაყვანად. ბ-–-- ხ----------ესთან მისვლისას, მან არ მისცა ნ---- ხ--–-–---–ს ბავშვებთან მისვლის საშუალება და როდესაც ნ----მ იკითხა თუ სად იყო ბავშვის ჩუსტები, ბ-–-- ხ----------ემ ბავშვის ჩუსტები მიაყარა ნ----ს.
მოწმე ნ----–---–--ის ჩვენებით, მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმის პოზიციაზე. 2017 წლის 10 ნოემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნ---- ხ--–-–---–ი აღნიშნავდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი ჩაარტყა თავში და ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი. დაზარალებულს თავის არეში რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რის გამოც მან უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
მოწმე ნ----- კ------ის ჩვენებით, მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმის პოზიციაზე. 2017 წლის 10 ნოემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნ---- ხ--–-–---–ი აღნიშნავდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი ჩაარტყა თავის არეში და ჰქონდა ძლიერი ტკივილი. ნ---- ხ--–-–---–ს თავის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რის გამოც მან უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
მოწმე ე-------–--–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 18 ნოემბერს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ნ---- ხ--–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთის და ერთი ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთი დაახლოებით 5-9 დღისაა და არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. უსწოროკიდეებიანი ჭრილობის განვითარება კი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
გამომძიებლებმა ლ-–------–--ემ, თ-------------–---–მა, გ------- ო----–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.
მოწმე ე------ ბ------–-–---–ის ჩვენებით, დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულ ბ-–-- ხ----------ესთან, რომელიც მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდა მის მეზობლად. მის ოჯახთან ჰქონდა ყოველდღიური და ხშირი ურთიერთობა და რაიმე დაძაბულობა მათ ურთიერთობაში არ შეუნიშნავს. 2017 წლის 10 ნოემბერს იმყოფებოდნენ ბ-–-- ხ----------ესთან სახლში და ვახშმობდა ლ---------------–--ესთან და ბ------ პ----–---–თან ერთად, რა დროსაც სახლში მივიდა ნ---- ხ--–-–---–ი, რომელსაც სურდა ბავშვების ნახვა. ბ-–-- ხ----------ემ უთხრა, რომ ბავშვებს ეძინათ და ხვალ შეძლებდა წაყვანას. ნ----მ არ დაიჯერა მისი ნათქვამი და თავად შეიხედა საძინებელ ოთახში. ბ-–--მა მკაცრად მოსთხოვა სახლის დატოვება. ამის შემდგომ ნ---- ხ--–-–---–ი გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პოლიცია. მოწმის განმარტებით, ბ-–-- ხ----------ის მხრიდან ხელის დარტყმის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ბ------ პ----–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს იმყოფებოდა დეიდაშვილის, ბ-–-- ხ----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ვახშმობდა ე------ ბ------–-–---–თან და ლ---------------–--ესთან ერთად. საღამოს საათებში სახლში მივიდა ნ---- ხ--–-–---–ი, რომელიც იყო აგრესიული და ითხოვდა ბავშვების წაყვანას. ბ-–-- ხ----------ემ აჩვენა საძინებელი ოთახი, სადაც ნამდვილად ეძინათ ბავშვებს, რის შემდეგაც ნ---- გავიდა სახლიდან. რაიმე ჩხუბს ან კონფლიქტურ ფაქტს მათ შორის ადგილი რ ჰქონია.
მოწმე ლ---------------–--ის ჩვენებით, 2017 წლის 10 ნოემბერს იმყოფებოდა მისი ბიძაშვილის, ბ-–-- ხ----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოგვიანებით შეუერთდნენ ე------ ბ------–-–---–ი და ბ------ პ----–---–ი. ბავშვებს ეძინათ, ხოლო თვითონ სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. საღამოს საათებში, სახლში მივიდა ნ---- ხ--–-–---–ი, რომელსაც უნდოდა ბავშვების წაყვანა. ბ-–--მა უთხრა, რომ ბავშვებს ეძინათ და მეორე დღეს შეძლებდა მათ წაყვანას. ნ---- კატეგორიულად ითხოვდა ბავშვების წაყვანას, რაზეც ბ-–--მა მოსთხოვა სახლის დატოვება. ბ-–-- ხ----------ეს, ნ---- ხ--–-–---–ისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიუმართავს. მათ შორის არ იყო ხმამაღალი საუბარი და შესაბამისად, მათი საუბარი ბავშვებს არ გაუგიათ.
არასრულწლოვან მოწმე ნ--- ხ----------ის ჩვენებით, დაახლოებით სამი წელია, რაც მისი მშობლები არიან განქორწინებულები. ამჟამად ცხოვრობს მამასთან - ბ-–-- ხ----------ესთან ერთად. მშობლებს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებია. 2017 წლის 10 ნოემბერს, მამასთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. იყო საღამოს საათები და ეძინა, შესაბამისად მშობლებს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. ბ-–-- ხ----------ის მხრიდან დედის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას არასდროს შესწრებია. ამჟამად დედასთან არ აქვს ურთიერთობა, ვინაიდან 2017 წლის გაზაფხულზე, დედამ იმის გამო, რომ ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით არ დაიკავა მამის საწინააღმდეგო პოზიცია, ჩაულაგა ტანსაცმელი და მოსთხოვა სახლიდან წასვლა.
მოწმე ლ-----------ის ჩვენებით, ბ-–-- ხ----------ესთან და ნ---- ხ--–-–---–თან აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. ნ---- ხ--–-–---–ს მასთან ურთიერთობის დროს არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება ბ-–-- ხ----------ის მიმართ.
მოწმე ი----–------ის ჩვენებით, ბრალდებულ ბ-–-- ხ----------ესთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. ასევე იცნობს ნ---- ხ--–-–---–ს, რომელთანაც ჰქონდა ნორმალური და კარგი ურთიერთობა. მასთან ურთიერთობის დროს ნ---- ხ--–-–---–ს არასოდეს გამოუხატავას უკმაყოფილება ბ-–-- ხ----------ის მიმართ, რომ იგი ძალადობდა ან შეურაცხყოფას აყენებდა მას.
მოწმე თ------------–--ის ჩვენებით, ბ-–-- ხ----------ე და ნ---- ხ--–-–---–ი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მისი კარის მეზობლად. ნ---- ხ--–-–---–ს მასთან ურთიერთობისას არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ. არასოდეს შესწრებია მათ შორის ჩხუბის ან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.
მოწმე დ-------- ბ------–-–---–ის ჩვენებით, ბ-–-- ხ----------ე და ნ---- ხ--–-–---–ი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მის მეზობლად, იმავე სართულზე. არასოდეს შესწრებია და სმენია ბ-–-- ხ----------ის მხრიდან ჩხუბის ან ნ---- ხ--–-–---–ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენებით, ბ-–-- ხ----------ე და ნ---- ხ--–-–---–ი ცხოვრობდნენ მის მეზობლად. არასოდეს შეუმჩნევია ბ-–-- ხ----------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტი. ნ---- ხ--–-–---–ს მეუღლის მიმართ უკმაყოფილება არასოდეს გამოუხატავს.
მოწმე მ------------------ის ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს ბ-–-- ხ----------ესთან და ნ---- ხ--–-–---–თან, რომლებიც ცხოვრობდნენ მის მეზობლად. არასოდეს შესწრებია და სმენია ბ-–-- ხ----------ის მხრიდან მეუღლეზე სიტყვიერ და ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
მოწმე დ-------------ის ჩვენებით, დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბ-–-- ხ----------ესთან და ნ---- ხ--–-–---–თან. მათთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, არასოდეს შესწრებია ბ.ხ----------ის მხრიდან ნ.ხ--–-–---–ის მიმართ ძალადობას და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ნ---- ხ--–-–---–ს არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება მეუღლის მიმართ.
მოწმე ი--------------ის ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, ადვოკატების, ს------ მ----------ს და ს---–--- კ------ის მონაწილეობით დაათვალიერა ბ-–-- ხ----------ის კუთვნილი კომპიუტერი, რაზეც შედგა ოქმი, რისი სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით. თანაცხოვრების პერიოდში ბ-–-- ხ----------ეს და ნ---- ხ--–-–---–ს ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ემზადებოდნენ ახალ სახლში გადასასვლელად. მათი ოჯახური უთანხმოების შესახებ არაფერი სმენია. თუ რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, მისთვის უცნობია.
ბრალდებულ ბ-–-- ხ----------ის ჩვენებით, დაახლოებით 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში ნ---- ხ--–-–---–თან. მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2016 წლის სექტემბრის თვიდან აღარ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ხოლო შვილები დარჩნენ მასთან საცხოვრებლად. ერთ დღეს სარჩელი მიუვიდა სახლში ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით. ვინაიდან რეალურად ბავშვები ცხოვრობდნენ მასთან და თავად ზრუნავდა მათზე, ნ----ს სთხოვა საჩივრის გამოტანა, თუმცა მან უარი განუცხადა, რადგან მშობლების სახლიდან სურდა ქირით გადასვლა. ნ---- ზეწოლას ახდენდა ბავშვებზე და მათ უფროს შვილს - ნ---ს სთხოვა მხარი დაეჭირა სამოქალაქო დავაზე, რაზეც ნ---მ განუცხადა უარი, რის შემდეგაც ნ----მ გამოაგდო იგი სახლიდან. 2017 წლის 10 ნოემბერს ნათესავებთან, ბ------ პ----–---–თან, ლ---------------–--ესთან და ე------ ბ------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, იყო საღამოს საათები, ეძინათ ბავშვებს, რა დროსაც სახლში მივიდა ნ---- ხ--–-–---–ი გ-------ს წასაყვანად. ნ----ს აჩვენა ბავშვები, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათ ნამდვილად ეძინათ, რის შემდეგაც სთხოვა გ-------ს წასაყვანად მისულიყო მეორე დღეს. ნ---- წავიდა სახლიდან და თან დაემუქრა, რომ ნახავდა, რაც მოუვიდოდა, რის შემდეგაც სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. რაც შეეხება სექტემბრის ეპიზოდს, ნ---- ხ--–-–---–ი მისული იყო მასთან ბავშვის წასაყვანად, იგი იყო აგრესიულად განწყობილი და სურდა ბავშვის ძალით წაყვანა. მიუხედავად ამისა, მისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ნ---- ხ--–-–---–ის სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ნ---- აპირებდა სამსახურში გასვლას, ბავშვები რჩებოდნენ ყურადღების გარეშე, რის გამოც სთხოვა დროებით გადაედო სამსახურში გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრა, რომ აღარ დაბრუნებულიყო სახლში. ერთი კვირის შემდგომ, ნ----მ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და წავიდა სამსახურში, რის შემდეგაც ორი დღის განმავლობაში არ დაბრუნებულა სახლში, ხოლო შემდგომ სახლში დაბრუნდა პირადი ნივთების წასაღებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი გამართლებულ ბ-–-- ხ----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ “. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა “, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211) ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბ-–-- ხ----------ის მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებაში ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულის დეტალური ჩვენება და სხვა უამრავი მტკიცებულება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იყო დაზარალებულის ჩვენაბასთან, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ის პირდაპირი ჩვენება, რაც არ დასტურდება სხვა პირდაპირი ჩვენებებით და მტკიცებულებით. საქმეზე დაკითხული არცერთი თვითმხილველი მოწმე, მათ შორის ე------ ბ------–-–---–ი, ბ------ პ----–---–ი და ლ---------------–--ე, არ ადასტურებენ ბ-–-- ხ----------ის მხრიდან, ნ---- ხ--–-–---–ზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტს. დაზარალებულის ჩვენება, რომ ბ-–-- ხ----------ემ ხელი ჩაარტყა თავის არეში და მიანარცხა კედელს, არ დასტურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების ნ----- კ------ის და ნ----–---–--ის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ დაზარალებულს თავის არეში რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მართალია ნ---- ხ--–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, თუმცა ისინი არ შეესაბამებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარჯვენა ხელის თითზე არსებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის კავშირი ძალადობასთან კი, არაა დადგენილად მიჩნეული ბრალდების ფორმულირებაში. 2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებაში ნ----- კ-------–-–---–ის და ი-------–---–ის ჩვენებები კი ირიბი ინფორმაციაა, რომელიც მათ მიიღეს დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ისგან.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის პოზიციას, რომ 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ორი პირდაპირი ჩვენება - დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ისა და მოწმე ი-------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბ-–-- ხ----------ემ ესროლა ბავშვის ოთახის ფეხსაცმელები ნ---- ხ--–-–---–ს, რომელსაც ერთერთი მოხვდა ტუჩის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდშიც, მხოლოდ ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენება აქვს წარდგენილი ბრალდების მხარეს. მოწმე ი-------–---–მა საქმის არსებით განხილვაზე განმარტა, რომ ნ---- ხ--–-–---–მა მოითხოვა ბავშვის ოთახის ფეხსაცმელები და ბ-–-- ხ----------ემ მიაყარა ისინი, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა დაზუსტება, რას გულისხმობდა აღნიშნულში ი-------–---–ი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაც განზრახვასთან დაკავშირებით, გამომდინარეობდა მოწმისგან მიღებული არასრული ინფორმაციის ანალიზით. ამასთან მნიშვნელოვანია მოწმე ი-------–---–ის განმარტება ბავშვის ოთახის ფეხსაცმელის მოხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ,,სახეში მოხვდა - ნ---- იძახდა სახეში მომხვდაო“, რაც ადასტურებს, რომ მოწმე ფლობს ირიბ ინფორმაციას ბავშვის ,,ქოშის“ ნ---- ხ--–-–---–ზე სახის არეში მოხვედრასთან დაკავშირებით და თავად არ დაუნახია მოხვდა თუ არა ნ---- ხ--–-–---–ს. შესაბამისად, ნ---- ხ--–-–---–ის და ი-------–---–ის ჩვენებები არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, თავად დაზარალებულ ნ---- ხ--–-–---–ის ჩვენების ობიექტურობის, უტყუარობისა და სანდოობის შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არასრულწლოვან მოწმე ნ--- ხ----------ის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ ბ-–-- ხ----------ის მხრიდან დედის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას არასდროს შესწრებია. 2017 წლის გაზაფხულზე, დედამ იმის გამო, რომ ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით არ დაიკავა მამის საწინააღმდეგო პოზიცია, ჩაულაგა ტანსაცმელი და მოსთხოვა სახლიდან წასვლა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ყველა სხვა მტკიცებულება კი, ბრალდებასთან მიმართებაში ან არაფერს ადასტურებს და არარელევანტურია ან ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს, რასაც სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა, ვინაიდან როცა ინფორმაცია მიღებულია მხოლოდ ერთი წყაროდან და შეუძლებელია მისი გადამოწმება და დადასტურება სხვა მტკიცებულებებით, ირიბ ჩვენებას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ღირებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სააპელაციო პალატა განმარტავს, ბ-–-- ხ----------ის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბ-–-- ხ----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ბ-–-- ხ----------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი ბ-–-- ხ----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი ბ-–-- ხ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ბ-–-- ხ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-–-- ხ----------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-–-- ხ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ–ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ბ-–-- ხ----------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე