განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №253-946-1/281-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
08 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
ბრალდების მხარე: პროკურორი - გ-------–---------
დაცვის მხარე: ბრალდებული –ა–----------------------------, დაბადებული 1----–-–----- ს----------ს, პ/ნ (4----------) საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.ა---––---, ც-----------–------------ ბინა, N-2-, იურიდიული მისამართი: ქ.ა---––---, შო---------------–-ს ქუჩა N- 3-.
ადვოკატი: ნ---------------–---–-
თარჯიმანი: ლ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2------- დაახლოებით 18:30 საათზე ა–--------------მა ქ.ა---––---ში შ.რ---------–ის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სტადიონის მახლობლად ვალის გადაუხდელობის გამო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ.ა---––---ში ს---–--------ს ქუჩა N 1--ში მცხოვრებ კ----–----------ს, რის შემდეგაც ხელის რამოდენიმე დარტყმით სახის არეში კ----–----------ს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა–--------------მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
კ----–----------მ გამოკითხვისას განმარტა შემდეგი: 2018 წლის 2------- დაახლოებით 18:30 საათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა თ--------------–------ და კითხა როდის უბრუნებდა მის ვალს, კ----–----------მ განუმარტა, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რა დროსაც მობილური ტელეფონი თ--------------–-----ს გამოართვა მეუღლემ - ა–--------------მა და სთხოვა შეხვედრა რ---------–ის ქუჩაზე, კერძოდ - ცენტრალური სტადიონის შესახვევთან, აქვე განმარტა, რომ სამი წლის უკან თ--------------–------საგან ისესხა თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც მას ყოველთვიურად პროცენტის სახით უხდიდა თანხას 100 აშშ დოლარს რვა თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ შეექმნა გარკვეული პრობლემები და თანხას ვეღარ უხდიდა, რაც ცნობილი იყო გამსესხებლისათვის. 10 წუთის შემდეგ შეხვდა ა–--------------ს აღნიშნულ მისამართზე, მას თან ახლდა ასევე ა--------------------, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ა–---------------მა განუმარტა, რომ თ--------------–------ იყო მისი ცოლი და როდის აპირებდა თანხის დაბრუნებას, მას შემდეგ რაც კ----–----------მ განუმარტა, რომ მას 8 თვის პროცენტი გადახდილი ჰქონდა ა–--------------მა და ა------------------ნმა რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელის მუჭი სახის არეში ძლიერად, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, წაიქცა მანქანის წინ, ხოლო აღნიშნული პიროვნებები აგრძელებდნენ მის ცემას, ამ დროს მოვიდა მესამე პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ ნუღარ ურტყამდნენ და ისინი წავიდნენ სომხური სკოლის მიმართულებით.
იხ. ტ.1. ს.ფ.6-8.
ტ---------------–------ს ჩვენება, რომლის მიხედვით: ტ---------------–------ არის თ--------------–------ს და, ისინი კ----–----------ს იცნობენ როგორც მუსიკოსს, რომელიც უკრავდა მათ საქორწინო დარბაზში, სამი წლის წინ თი------ გო----–------ა კ----–----------ს ასესხა თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით ყოველგვარი პროცენტის გარეშე, რის დაბრუნებასაც სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის 2------- იმყოფებოდა მისივე საკუთრებაში არსებულ რესტორან ივერიაში. 18:00 საათიდან 19:00 საათის შუალედში მოესმა ხმაური, როდესაც გარეთ გავიდა დაინახა მისი დის მეუღლე ა–---------------, რომელიც ორ უცხო პიროვნებასთან ერთად მიდიოდა რ---------–ის ქუჩის მიმართულებით და აგრეთვე დაინახა მისთვის ნაცნობი კ----–----------, რომელიც იყო აღელვებული და მაისური ჰქონდა გახეული, მან მის თანამშრომელს ე-–---------------ს სთხოვა წყლის მოტანა კ----–----------სათვის. თუმცა განმარტავს, რომ მას და ე-–---------------ს მომხდარი ჩხუბი არ დაუნახავთ.
იხ. ტ.1. ს.ფ.110-113;
ე-–---------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც - 2018 წლის 2------- იმყოფებოდა რესტორან ივერიაში ტ---------------–-----თან და ეხმარებოდა მას, რა დროსაც 18:00 საათსა და 19:00 საათს შორის შუალედში შემოესმათ ხმაური, როდესაც გარეთ გამოვიდა ტ---------------–-----თან ერთად ისმოდა ხმამაღალი საუბრის ხმ,ა თუმცა აღნიშნული ფაქტით არ დაინტერესებულა, ცოტა ხნის შემდეგ დაინახა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც ძალიან აღელვებული და იყო და განმარტავდა, რომ სცემეს, ტ---------------–-----მა სთხოვა მისთვის წყლის მოტანა და განუმარტა, რომ ის იყო კ----–---------- და მასვე შესთავაზეს სასწრაფოში დარეკვა, რაზეც კ----–----------მ უარი განაცხადა.
იხ. ტ.1. ს.ფ.115-118.
ა---------------------ს გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც იგი წლებია იცნობს ა–--------------ს, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს, ხოლო კ----–----------ს იცნობს შორიდან როგორც ა---––---ში მცხოვრებ ერთ-ერთ მუსიკოსს, 20-8 წლის 2------- მას და ა–--------------ს უნდა აღენიშნათ მისი ქალიშვილის სკოლის დამთავრება, მისი განმარტებით საღამოს საათებში ქ.ა---––---ში შ. რ---------–ის ქუჩაზე ლუდის საყიდლად მიდიოდა და ამასთანავე უნდა გაევლო ა–---------------ს სახლში რ---------–ის ქუჩა N 3--ში, რა დროსაც დაინახა, რომ ა–--------------- და კ----–---------- კამათობდნენ ხმამაღლა ვალის თაობაზე, კ----–----------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა–--------------ს და ა–--------------მა ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და ტანის არეში, ხოლო ან------------------- მაშინვე მივიდა მათთან, ჩადგა მათ შორის და გააშველა ისინი, ჩხუბი მაშინვე დასრულდა და ისინი წავიდნენ ა–--------------ს სახლის მიმართულებით.
იხ. ტ.1. ს.ფ.76-78;
თ-----------–------ს გამოკითვის ოქმით, რომლის თანახმადაც იგი განმარტავს, რომ რამოდენიმე წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა–--------------თან და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, კ----–----------ს იგი იცნობს როგორც მუსიკოსს მისი დის რესტორნიდან, სამი წლის წინ მას ასესხა თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა კ----–---------- თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა, 2018 წლის 2------- მეუღლის ტელეფონით დაუკავშირდა და მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რა დროსაც მიიღო უარი და მეუღლემ ა–--------------მა გამოართვა ტელეფონი და კ----–----------ს სთხოვა რ---------–ის ქუჩაზე შეხვედრა. თ-----------–------ და ა–--------------- ერთად ელოდებოდნენ კ----–----------ს, თუმცა მან დააგვიანა და თ-----------–------ დაბრუნდა სახლში, ხოლო ა–-------------- დაელოდა მას, ამის შემდეგ ა–--------------- სახლში დაბრუნდა გაბრაზებული და მეუღლეს განუმარტა, რომ შელაპარაკება მოუვიდა კ----–----------სთან.
იხ.ტ.1. ს.ფ.119-122;
ა–--------------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
ა–--------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო კ----–----------ს კუთვნილი მაისურის ამოღების ჩატარების შესახებ, კ----–----------ს განცხადება, მისი ავადმყოფობის ისტორიის გამოკითხვის შესახებ, ცნობა ა–---------------ს ნასამართლეობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, მიმართვის წერილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და პასუხი, სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 3-------- N 6------ დასკვნა, მიმართვის წერილი ს/ჯ საარსრულებო ბიუროს ა–---------------ს დავალიანების შემოწმების შესახებ და პასუხით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ა–--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა–--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ა–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა–--------------ს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა–---------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 . ა–--------------- პ/ნ (4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.
2 ა–---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 2000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ჟ----------------ს პ/ნ (4----------) საკუთრებაში არსებულ 80.70 კვ.მ უძრავ ქონებას მდებარე: ა---––-------------–-ს ქ N- ბინა N2-, ს.კ 6-.0-.--.0--.0-.0--. (2018 წლის 04 ივლისის N 1-/0---18 განჩინება).
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ, ა–---------------ს მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: კ----–----------ს კუთვნილი ერთი ცალი მაისური, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის სამმართველოში, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - კ----–----------ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი