განაჩენი

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
340100118002502498
დავის ტიპი
118 1
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002502498

№1/135-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივლისი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ზა--- მა-----–---–ის

ადვოკატ - ირ-- ქა-------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ზა--- მა-----–---–ი

მამის სახელი: გი----–-

დაბადებული: 1----–-–-----------------

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი, მ--------------------–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, ფ--------------------–---.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ზა--- მა-----–---–ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ყვარელში, ზა--- მა-----–---–მა ჯოხით სცემა მეუღლეს - ლი--- ხა--------–---–ს, რომელსაც ფეხის არეში ჯოხის დარტყმით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

ზა--- მა-----–---–ი 2018 წლის 11 მაისს 17:22 საათზე და---ვეს და ჩადენილი ქმედებისთვის 2018 წლის 12 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ყვარელში, ზა--- მა-----–---–მა ჯოხით სცემა მეუღლეს - ლი--- ხა--------–---–ს, რომელსაც ფეხის არეში ჯოხის დარტყმით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების - დაზარალებულ ლი--- ხა--------–---–ის, რო--- ვა------–---–ის, ბა--- ბუ----–---–ის, ივ-–---- ბი---–----ის, თავად ბრალდებულ ზა--- მა-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა--- მა-----–---–მა ჯოხით სცემა მეუღლეს - ლი--- ხა--------–---–ს, რომელსაც ფეხის არეში ჯოხის დარტყმით მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა--- მა-----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების - დაზარალებულ ლი--- ხა--------–---–ის და თავად ბრალდებულ ზა--- მა-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ლი--- ხა--------–---–ი ზა--- მა-----–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაშია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზა--- მა-----–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა--- მა-----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზა--- მა-----–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზა--- მა-----–---–იის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ზა--- მა-----–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა--- მა-----–---–ის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ზა--- მა-----–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2018 წლის 3 ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე, ზა--- მა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პირადი თავდებობით. ზა--- მა-----–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზა--- მა-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზა--- მა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 მაისის 17:22 საათიდან 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი