განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1/5153-19
(N-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა--------------------------ი, დაბადებული 1----–-–------------------------------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული ი----------–-----------------–---, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, მ----------------–------------------------------------–--
ადვოკატი _ ო-–----------ე,თარჯიმანი - ს---------------------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი),სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დადგენლად ცნო:
1.1 2----–-–-----------------–---, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისი, მ----------------–------------------------------------–- ა--------------------------იმ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ-------------–ს, კერძოდ, მუშტებს ურტყამდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ფეხი ჩაარტყა კისრისა და თავის მიდამოში, თმებში მოქაჩა და ასევე ხელით გადაუტრიალა მარცხენა ხელის არათითი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თითოეული ქმედებისათვის განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2----–-–------------------, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, მ----------------–------------------------------------–-, ა--------------------------იმ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რადგან თვლიდა, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი და ქალი არის მისი საკუთრება, მეუღლე მიაჩნია ძაღლად და შესაბამისად თუ შეეწინააღმდეგება შეუძლია მისი ცემა. ა--------------------------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ-------------–ს, კერძოდ, ყელში უჭერდა ხელებს, თმებში მოქაჩა და ასე რამდენიმე მეტრის მანძილზე გაათრია, რის შემდგომ რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი თავისა და მუცლის არეში, მუშტები ჩაარტყა რამდენჯერმე თავის მიდამოში, რა დროსაც თითოეული ქმედებისას ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მ--------------------------------ი.
1.3 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისი, მ----------------–------------------------------------–-- ა--------------------------იმ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რადგანაც თვლიდა, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი და ქალი არის მისი საკუთრება, მეუღლე მიაჩნია ძაღლად და შესაბამისად თუ შეეწინააღმდეგება შეუძლია მისი ცემა. ა--------------------------იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ-------------–ს. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტები თავის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მ--------------------------------ი.
2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
3.3 ა--------------------------ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის ხ-------------–ის, მოწმეთა, ე-–------------------ის, ა------------ს, ს---------------- მ-----------------ის, გ------------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული სურათებით, შემაკავებელი ორდერით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა--------------------------იმ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4 ა--------------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული ბრალდებულთან შერიგებულია და ითხოვა მეუღლის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება; დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა--------------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სასჯელის სახედ განესაზღვროს:
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;
5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა--------------------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით.
6.გაუქმდეს ა--------------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
7.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2----–-–---------------------------–-–---------------- ჩათვლით პერიოდი.
8.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/