განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/444-19 (№069251218002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ-------- ფ------
მამის სახელი: ჭ------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ-------
ადვოკატი: ზ----- დ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მესამე ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის მაისის თვეში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა ორსულ მეუღლეზე - ნ---- ა--------- (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის ნოემბრის თვეში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ა--------- (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ-------- ფ------ 2018 წლის 25 დეკემბრამდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ---- ა-------. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ---- ა------ მ-------- ფ------- ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
2018 წლის 25 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ა--------- (მუჭებისა და ხის ნაჭრის გამოყენებით რამდენჯერმე ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- მიადგა დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება მ-------- ფ------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-------- ფ------- ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდებში.
მ-------- ფ------ 2018 წლის 25 დეკემბრამდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ---- ა-------. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ---- ა------ მ-------- ფ------- ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
2018 წლის 25 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ა--------- (მუჭებისა და ხის ნაჭრის გამოყენებით რამდენჯერმე ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- მიადგა დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
3. საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო----- ბ------–---–-- განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულია მის მიერ. კერძოდ კი 2018 წლის 25 დეკემბერს ნ---- ა----------- მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობას, მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით. ნ---- ა------- გამოკითხვისას ვიზუალურად აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, როგორც გაირკვა ნ---- ა------- მეუღლე სისტემატიურად აყენებდა როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის 2018 წლის 25 დეკემბერს ცემა რამდენჯერმე შეშის ნაჭრით, ასევე ნ---- ა------- გამოკითხვით გაირკვა, რომ ორსულობის დროსაც ჰქონდა მისი ცემის ფაქტს ადგილი, რის გამოც იგი წასული იყო კიდეც სახლიდან, იმდენად რთული გადმოსაცემი იყო მისთვის აღნიშნული ინფორმაცია, თარიღებიც არ ახსოვდა, რადგან ძალადობის ფაქტებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოწმის განმარტებით ნ---- ა------- გარეგნულად იმდენად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, საჭიროდ ჩათვალა შეედგინა ოქმი ნ---- ა------- გარეგნული დათვალიერების შესახებ. საქმეზე ნ---- ა------- თანხმობით დაინიშნა სამედიცნო ექსპერტიზა, რომლის თანახმად მას აღენიშნებოდა ცემის შედეგად დაზიანებები, დაინიშნა ასევე ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მ-------- ფ------- ქმედებებით ნ---- ა------ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ნ---- ა------- მოითხოვა თავშესაფარში განთავსება მის მცირეწლოვან ორ შვილთან ერთად, რის შემდგომაც იგი გადაყვანილი იქნა ქუთაისში არსებულ თავშესაფარში, სადაც რეაბილიტაციას გადიოდა გარკვეული პერიოდი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ფ------მ განმარტა, რომ არის მ-------- ფ------- მეზობელი და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მ--------თან ერთად სახლში ცხოვრობს მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. 2018 წლის 25 დეკემბრის საღამოს საათებში, მოწმემ განმარტა, რომ იმყოფებოდა ეზოში და უვლიდა პირუტყვს, რა დროსაც მასთან მივიდა ნ---- ა------ ბავშვებთან ერთად და სთხოვა სახლში შესვლის ნებართვა, აღნიშნულიდან მცირე დროში მათთან მივიდა პოლიცია და ნ---- წაიყვანეს. რაც შეეხება დაზიანებებს მოწმემ განმარტა, რომ მას ნ---- ა------ ახლოდან არ უნახავს, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 15-20 მეტრი და შენიშნა მხოლოდ ტუჩის არეში არსებული რაღაც სისხლისმაგვარი, თუმცა რატომ ჰქონდა ნ---- ა------- აღნიშნული დაზიანება, მოწმემ არ იცის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგმა ი---- ბ-------- აჩვენა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს თავშესაფარში მიყვანილ იქნა ნ---- ა------, რომლის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. სხეულზე აღენიშნებოდა მეუღლისაგან მიყენებული მძიმე დაზიანებები, სილურჯეები, მოტეხილობები, ტრავმა ყვრიმალის არეში, ნაკბენები, რომლებიც როგორც თავად განუმარტა, მოძალადე მეუღლის მიერ იყო მიყენებული და აღნიშნა, რომ ტრავმების გამო უქვეითდებოდა როგორც მხედველობა, ასევე სმენა. რაც შეეხება ბავშვს, ჰქონდა ბავშვთა ასაკის ნევროზი. როგორც მსხვერპლმა მასთან აღნიშნა მათ მოძალადე მ-------- ფ------ დღისით და ღამით არ აძლევდა ძილის საშუალებას და უმიზეზოდ თავს ესხმოდა ნ---- ა-------, რაც ხდებოდა ბავშვის თვალწინ. როგორც მოწმემ განმარტა მსხვერპლს ჰქონდა ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მოძალადის მიმართ, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ არსებობდა მოძალადის მიმართ დამოკიდებულება, იგივე ,,სტოკჰოლმის სინდრომი’’ და იგი ყველანაირად ცდილობდა რაღაცით გაემართლებინა მოძალადე, აქედან გამომდინარე, იმის რისკი, რომ ნ---- ა------ დაუბრუნდეს მოძალადეს, არის მაღალი. ფსიქოლოგთან ნ---- ა------ ძალადობის მიზეზებზე არ საუბრობდა, რადგან კონკრეტულად არ იცოდა რა იყო ამის მიზეზი, თუმცა განმარტავდა, რომ მისი სხეული ძალადობის შედეგად იყო ყოველთვის ლურჯი ფერის და ზაფხულის პერიოდში ცდილობდა, რომ დაეფარა იგი, მას ასევე დეფორმირებული ჰქონდა სახის ნაკვთები და განმარტავდა, რომ მეუღლე მას სცემდა მუშტით, წიხლით და სხვადასხვა საშუალებებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სოციალურმა მუშაკმა ა---------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს თავშესაფარში გადაყვანილ იქნა ნ---- ა------, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოწმის განმარტებით ნ---- ა------- ფიზიკური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, მას ვიზუალურად მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა სისხლჩაქცევების და ნაკბენის სახით, დაზიანების სიმრავლის გამო ნ---- ა------- პირის მოძრაობაც კი უჭირდა, ყური ჰქონდა გატეხილი და სმენა ჰქონდა დაქვეითებული. ნ----ს და ბავშვს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ ნ---- ა------- მიყენებული ჰქონდა სახის და თავის ძვლების დაზიანება და ნეკნის მოტეხილობა. ნ---- ა------- ძალიან უჭირდა საუბარი და თქვა, რომ დაზიანებებს წლების განმავლობაში აყენებდა მეუღლე, სცემდა შეშის ნაჭრით, ხელებით და ფეხებით, რასაც ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი ე-–---, რომელიც არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იგი არაჯანსაღად არის მიჯაჭვული დედაზე, ვერ იძინებს ღამე, აქვს შიშები და რთულია მასთან კომუნიკაციის დამყარება. მოწმემ განმარტა, რომ ნ---- ა------- საკუთარი განცხადების საფუძველზე 2019 წლის 13 თებერვალს დატოვა თავშესაფარი.
დაზარალებულმა ნ---- ა------- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 25 დეკემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- ნ---- ა------- მიმართ იძალადა მეუღლემ მ-------- ფ------მ, რომელმაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N3106974 თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს ინიციატორ ნ---- ა------- მიერ ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად მეუღლეებს შორის არის კონფლიქტი.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ო----- ბ------–---–-- მიერ შედგენილ იქნა ოქმი ნ---- ა------- გარეგნული დათვალიერების შესახებ, რომლის მიხედვით ვიზუალური დათვალიერებისას, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში ნ---- ა------- აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, ტუჩებზე აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომელიც შეშუპებულია, ორივე ყურზე აღენიშნება ყურის ნიჟარების დეფორმირების კვალი, მარჯვენა ქვედა სახსარზე - ხელზე აღენიშნება რამდენიმე ოვალური ფორმის ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები. ნ---- ა------- განმარტებით ზემოაღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ მ-------- ფ------მ. მისივე განმარტებით ასევე აღენიშნება სხეულის სხვა ადგილებში, ტანსაცმლით დაფარულ მიდამოებში დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, კერძოდ ზურგისა და ქვედა კიდურების არეში, რომლებიც მიაყენა მ-------- ფ------მ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მათივე საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. განხორციელდა ნ---- ა------- ფოტოგადაღება და ფოტოსურათები დაერთო დათვალიერების ოქმს.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ც------ მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს 20:05 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------–-, თავის საცხოვრებელ სახლში მ-------- ფ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N000115319 დასკვნით დადგენილია, რომ 25.12.2018 წელს, 22:26-23:08 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ---- ა------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N003720219 დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკად. ზ. ც------- სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N14338/18-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N1722/3 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის) მონაცემებისა მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ---- ა------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 26.12.18 წელს 16:30 საათზე, საიდანაც გაეწერა 28.12.18 წელს 15:00 საათზე, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნის მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში. თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ი. ა-----–---–-- მიერ 19.04.2019 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მარჯვნივ IX ნეკნის მოტეხილობა, იღლიის უკანა ხაზზე არასრული კონსოლიდაციის ფაზაში, რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 25.12.2018წ. ექიმ-რადიოლოგ ნ. ს----–---–-- მიერ 31.05.2019 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: წარმოდგენილია კ.ტ კვლევის ელ. ვერსია (ა------ ნ----, 23წ. – 26.12.2018წ.) არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობები, კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში. ძვლოვანი დაზიანებები ტოპიკურად განეკუთვნება სახის ქალას. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (25.12.2018წ.) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანება მარჯვნივ IX ნეკნის მოტეხილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 25.12.2018 წელი. დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში არსებული ჰემატომების, ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობების და შუბლის მიდამოში არსებული კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (25.12.2018 წ.).
ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000853219 დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, მ-------- ფ------- ქმედებებით ნ---- ა------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ----- თ-------- და თ-------- ფ---–---–---- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ-------- ფ------- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის თაობაზე, რომ მ-------- ფ------მ 2018 წლის მაისის თვეში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა ორსულ მეუღლეზე - ნ---- ა--------- (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და აგრეთვე 2018 წლის ნოემბრის თვეში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ა--------- (რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს, სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა ნ---- ა------- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე. ხოლო საქმეზე გამოკითხული დანარჩენი მოწმეები არ არიან 2018 წლის მაისის და 2018 წლის ნოემბრის თვის ფაქტის თვითმხილველნი და ავრცელებენ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ი---- ბ-------- და ა---------–---–--, რომელთაც 2018 წლის 26 დეკემბრიდან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ დაზარალებულთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ დაზარალებულ ნ---- ა------- უჭირდა კონკრეტული ფაქტების გადმოცემა და აღნიშნავდა, რომ მის მიმართ ძალადობას მ-------- ფ------- მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურად, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით კონკრეტულად არ დასტურდება ფაქტი, რომ 2018 წლის მაისის თვეში და 2018 წლის ნოემბრის თვეში მ-------- ფ------მ ნ---- ა------- მიმართ განახორციელა ძალადობა. გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ასევე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით ასევე არ დასტურდება ოჯახში ძალადობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტი, რომ ძალადობის ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------- ფ------- მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ 2018 წლის მაისის თვეში და 2018 წლის ნოემბრის თვეში მ-------- ფ------მ ნ---- ა------- მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას;
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგს არ უნდა იწვევდეს და მისთვის დამახასიათებელია: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ან ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამედიცინო ექსპერტი. ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით და განვითარებულ მოვლენათა ობიექტური ანალიზით სასამართლომ დაადგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ცნო მ-------- ფ------- მიერ ბრალად შერაცხული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას;
მოცემულ შემთხვევაში, მართალია დაზარალებულმა ნ---- ა------- სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების შესახებ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ძალადობის ფაქტს მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, არსებობს სხვა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------- ფ------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის მეუღლის ნ---- ა------- მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნ---- ა------ უარს ამბობს მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განპირობებულია სხვადასხვა მიზნით და მიუხედავად ამისა აღნიშნულ ეპიზოდებში მ-------- ფ------- მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად დასტურდება მოწმეების: ო----- ბ------–---–--, ა---------–---–-- და ი---- ბ-------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან დანაშაულების ჩადენის ფაქტს, მათგან მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მომხდარი ფაქტის შემდგომ პირველადი შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულ ნ---- ა-------თან და დამაჯერებლად აღწერენ მის, როგორც ფიზიკურ, აგრეთვე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როგორც მოწმე ო----- ბ------–---–-- თავის ჩვენებაში განმარტა ნ---- ა------- ფიზიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო მან საჭიროდ ჩათვალა შეედგინა ოქმი გარეგნული დათვალიერების შესახებ, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის დაზიანებები, რაც ნ---- ა------- მიადგა მეუღლის მ-------- ფ------- მხრიდან ძალადობის შედეგად. როგორც მოწმემ განმარტა ნ---- ა-------ათვის რთულად გადმოსაცემი იყო აღნიშნული ინფორმაცია, თარიღებიც კი არ ახსოვდა, რადგან ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც შეეხება ფსიქოლოგ ი---- ბ-------- ჩვენებას იგი ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ---- ა------- მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. სხეულზე აღენიშნებოდა მეუღლისაგან მიყენებული მძიმე დაზიანებები, სილურჯეები, მოტეხილობები, ტრავმა ყვრიმალის არეში, ნაკბენები, რომლებიც როგორც თავადაც განუმარტა მოძალადის მიერ იყო მიყენებული და აღნიშნა, რომ თავის ტრავმების გამო უქვეითდებოდა როგორც მხედველობა, ასევე სმენა. მოწმის განმარტებით მსხვერპლს ჰქონდა ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მოძალადის მიმართ, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ არსებობდა მოძალადის მიმართ დამოკიდებულება, იგივე ,,სტოკჰოლმის სინდრომი’’ და იგი ყველანაირად ცდილობდა რაღაცით გაემართლებინა მოძალადე. სოციალური მუშაკი ა---------–---–- თავის ჩვენებაში აღწერს ნ---- ა------- ძალიან მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას და განმარტავს, რომ მას ვიზუალურად მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა სისხლჩაქცევების და ნაკბენის სახით, დაზიანებების სიმრავლის გამო ნ---- ა------- პირის მოძრაობაც კი უჭირდა და სმენა ჰქონდა დაქვეითებული. მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დადგინდა, რომ ნ---- ა------- მიყენებული ჰქონდა სახის და თავის ძვლების დაზიანება და ნეკნის მოტეხილობა. მოწმის განმარტებით ნ---- ა------- ძალიან უჭირდა საუბარი და თქვა, რომ დაზიანებებს წლების განმავლობაში აყენებდა მეუღლე, სცემდა შეშის ნაჭრით, ხელებით და ფეხებით, რასაც ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი ე-–---, რომელიც არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იგი არაჯანსაღად არის მიჯაჭვული დედაზე, ვერ იძინებს ღამე, აქვს შიშები და რთულია მასთან კომუნიკაციის დამყარება. აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები აგრეთვე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000853219 დასკვნით, რომლის თანახმად - სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, მ-------- ფ------- ქმედებებით ნ---- ა------ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–----. რაც შეეხება ფიზიკური დაზიანების ფაქტს, დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N003720219 დასკვნით, რომლის თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ---- ა------- საავადმყოფოს მიმართა 26.12.18 წელს 16:30 საათზე, საიდანაც გაეწერა 28.12.2018 წელს 15:00 საათზე, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნეკნის მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში. ექიმ-რადიოლოგ ნ. ს----–---–-- მიერ 31.05.2019 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: წარმოდგენილია კ.ტ კვლევის ელ. ვერსია (ა------ ნ----, 23წ. – 26.12.2018წ.) არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობები, კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში. ძვლოვანი დაზიანებები ტოპიკურად განეკუთვნება სახის ქალას. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (25.12.2018წ.) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, სახისა და მარჯვენა ყურის მიდამოში არსებული ჰემატომების, ცხვირის ძვლების, მარცხნივ ორბიტის გვერდითი კედლის (ყვრიმალის ნაწილი), ყვრიმალის რკალის მოტეხილობების და შუბლის მიდამოში არსებული კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (25.12.2018წ.) აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ--------.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულების შესახებ, ამრიგად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ-------- ფ------ 2018 წლის 25 დეკემბრამდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ---- ა-------. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ---- ა------ მ-------- ფ------- ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აგრეთვე, 2018 წლის 25 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სახლში, მ-------- ფ------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ა--------- (მუჭებისა და ხის ნაჭრის გამოყენებით რამდენჯერმე ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე) ძალადობის შედეგად ნ---- ა------- მიადგა დაზიანებები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---- ა------ წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული მ-------- ფ------ არის დაზარალებულ ნ---- ა------- მეუღლე.
საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-------- ფ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ამდენად, მ-------- ფ------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მ-------- ფ------- მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- ფ------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-------- ფ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-------- ფ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-------- ფ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობა) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-------- ფ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ-------- ფ------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მ-------- ფ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური