განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-689-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - მ-----------------–--ნის,ადვოკატის - ლ---–--------------–ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-----------------–--ნის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------–-----–------------–-----ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–-----------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: დ--–-თის რაიონი ს------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
რ---------–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ---------–-----ემ 2016 წლის 19 თებერვალს უნებართვოდ მოიპოვა მისი ყოფილი მეუღლის მ-----------–----ის კუთვნილი ელ.ფოსტის - --------------------- პაროლი, რისი გამოყენებითაც იმავე დღეს უნებართვოდ შეაღწია ელ.ფოსტაზე და შეცვალა მითითებული ტელ. ნომერი და ელ.ფოსტის პაროლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით:
რ---------–-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა რ---------–-----ის ბრალდება მასში, რომ მან 2016 წლის 19 თებერვალს უნებართვოდ მოიპოვა მისი ყოფილი მეუღლის მ-----------–----ის კუთვნილი ელ.ფოსტის - --------------------- პაროლი, რისი გამოყენებითაც იმავე დღეს უნებართვოდ შეაღწია ელ.ფოსტაზე და შეცვალა მითითებული ტელ.ნომერი და ელ.ფოსტის პაროლი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-----------------–--ნმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენის გაუქმება და რ---------–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით რ----------–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარადაა დადასტურებული. აპელანტის განმარტებით, არ წარმოადგენს საეჭვო გარემოებას ის ფაქტი, რომ ტელეფონის ნომერი და ტელეფონი, რომლითაც სარგებლობდა გარდაცვლილი მ----------–-----ე, გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა რ---------–-----ეს, რაც ამ უკანასკნელმა თავადვე დაადასტურა ჩვენებაში. აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე (5-----------) 2016 წლის 19 თებერვალს mail.ru-დან შემოსულია შეტყობინებები მონაცემთა შეცვლის შესახებ და მონაცემთა შეცვლის შემდეგ სწორედ ეს ნომერია მითითებულია ელ/ფოსტაზე, ხოლო ტელეფონში, სადაც იგი იყო მოთავსებული, იმავე დღეს, 19 თებერვალს დაფიქსირებულია ბ--–-------–------ ნომრის მოთავსებაც. რაც შეეხება იმეილს - ---------------------, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გამოირიცხა, რომ აღნიშნული მეილი წარმოადგენდა მთელი ოჯახის საკუთრებას. აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარე უპირველეს ყოვლისა უთითებს წლების განმავლობაში რ---------–-----ესა და მ-----------–----ს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაზე. ასევე, აპელანტის მითითებით, დაცვის მხარის მოწმეების მიერაც ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო იმეილი წარმოდგენდა ოჯახის ყველა წევრის საკუთრებას. მითუმეტეს მოწმე ვ--------–-----ემ საერთოდ არ იცის, თუ რა მონაცემები იყო მითითებული მეილზე, მაშინ, როცა აცხადებს, რომ აღნიშნული მეილი თვითონ გააკეთა ოჯახის წევრებისათვის. პროკურორი საჩივარში აღნიშნავს, რომ პირის მიერ სხვადასხვა პროგრამებში ან რაიმე ნივთის შეძენისას მეილის მითითება, არ ნიშნავს ამ მეილით კანონიერად სარგებლობას. რ---------–-----ემ მ-----------–----ის კუთვნილი მეილის გამოყენებით სხვადასხვა მოქმ----ბები განახორციელა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უნებართვოდ შეაღწია მასში და უნებართვოდ ჰქონდა წვდომა აღნიშნულ მეილზე 2016 წლის 19 თებერვლიდან, ამავე წლის 20 აპრილამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მ-----------------–--ნმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულ რ---------–----ის ადვოკატმა ლ---–--------------–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმ----სი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება რ---------–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმ----ბების ჩადენა, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაიკითხა დაზარალებული მ-----------–----ი, რომელმაც განმარტა, რომ არის რ---------–-----ის ყოფილი მეუღლე, რომელთანაც 2014 წლიდან ოფიციალურად არის განქორწინებული. 2015 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა მათი შვილი მ----------–-----ე, ხოლო მეორე შვილი - ვ----------–----ძე მამასთან ერთად ცხოვრობს ს-----------ში. ქორწინების პერიოდში ცოლ-ქმარს ხშირად ქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. განქორწინების შემდეგ რ---------–-----ემ რამდენჯერმე სცადა მის მეილზე - --------------------- შესვლა, რის გამოც მან მეილზე მიუთითა მისი დის - ბ--–-------–------ ტელეფონის ნომერი - 5--------. 2016 წლის 19 თებერვალს ტელეფონში ქონდა მეილი გახსნილი და დღის განმავლობაში სარგებლობდა, ხოლო საღამოს საათებში, როდესაც კვლავ სცადა შესვლა, ვეღარ შევიდა. ამავე პერიოდში გაითიშა მის დის ნომერიც, რომელიც გაფორმებული იყო ბიძაშვილის - თე---------------ს სახელზე. როდესაც დაიბრუნა წვდომა თავის იმეილზე, ნახა, რომ იქ მითითებული იყო მისი გარდაცვლილი შვილის - მ----------–-----ის ტელეფონის ნომერი - 5--------, რომლითაც სარგებლობდა რ---------–-----ე. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ელფოსტაში უკანონოდ შეაღწია და ბ--–-------–------ ტელეფონის ნომერი შეცვალა რ---------–-----ემ, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა საქართველოში. მ-----------–----მა დაადასტურა, რომ რ---------–-----ისთვის არასოდეს მიუცია უფლება, ესარგებლა მისი მეილით და არც საერთო ელ.ფოსტა ქონიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--–-------–----მა განმარტა, რომ არის მ-----------–----ის და. ყოფილ სიძესთან - რ---------–-----ესთან არა აქვს ურთიერთობა. მ-----------–----ს ვებგვერდ ,,mail.ru“-ზე გახსნილ იმეილზე თავდაპირველად მითითებული ჰქონდა საკუთარი ტელეფონის ნომერი, თუმცა ვინაიდან ყოფილმა მეუღლემ რ---------–-----ემ არაერთხელ გაუტეხა მეილი, შეცვალა ტელეფონის ნომერი და მისი (ბ--–-------–------) ნომერი - 5----------- მიაბა. ამდენად, როდესაც მისი და - მ-----------–----ი რაიმე ცვლილებას ახორციელებდა იმეილზე, შეტყობინებები მიდიოდა მასთან ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული ნომერი რეგისტრირებული იყო მათი ბიძაშვილის - თ--------------ის სახელზე და 15 წელზე მეტია სარგებლობდა თავად (ბ--–-------–----ი). 2016 წლის თებერვალში სამსახურში ყოფნისას, 3-დან 4 საათამდე პერიოდში შეამჩნია, რომ მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერი გაითიშა. ამავე საღამოს მ----ამ ვეღარ შეძლო იმეილში შესვლა. მეორე დღეს დარეკა მ----ის ოპერატორთან, სადაც უთხრეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი არ შეესაბამებოდა მის სიმ-ბარათზე დატანილ ნომერს. მ----ის ოფისში მივიდა თ--------------ის მეუღლესთან მ-----------–------ან ერთად, ვინაიდან თავად ნომრის მესაკუთრე - თ--------------ე არ იმყოფებოდა საქართველოში. ოფისში კონკრეტულად ვერაფერი დაუდგინეს, რის შემდეგაც მისმა დამ - მ-----------–----მა მიმართა პოლიციას. მ----ის ოფისში მეორედ მისვლისას დადგინდა, რომ მისი ნომერი სხვა სიმზე იყო გადატანილი. ბ--–-------–----მა დამატებით განმარტა, რომ ამჟამად აღნიშნული ნომრით კვლავ სარგებლობს; 2016 წლის თებერვალში რ---------–-----ე საქართველოში იყო; მისი დის მეილით სარგებლობდნენ ვ--ო და მ----------–-----ეებიც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–-------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შპს „მ---------ის“ ოფისში, სადაც მასთან მივიდა ერთი პიროვნება, რომელმაც უამბო თავისი ისტორია, კერძოდ უთხრა, რომ შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და ცხოვრობდა ს-----------ში. აღნიშნული პიროვნების სახელი და გვარი არ იცის, ვინაიდან არ უკითხავს. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2016 წლის დასაწყისში ეს პირი კვლავ მივიდა მასთან ოფისში, თავი გაახსენა თავისი ისტორიით, უთხრა, რომ დაუზიანდა შვილის ნომერი - 5------------ რომელიც გაფორმებული იყო ს-----------ში მცხოვრებ მის მეგობარზე, და სთხოვა დახმარება ნომრის აღდგენაში. ვინაიდან პრაქტიკაში ხდება ხოლმე, რომ სიმი ზიანდება სხვადასხვა მიზეზით, დაეხმარა მას და აღუდგინა ნომერი. ნომერი დარჩა იგივე პიროვნების სახელზე, ვისზეც იყო გაფორმებული, თუმცა ამ ნომერზე გაიცა ახალი სიმბარათი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ--------–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად დადგნილია, რომ რ---------–-----ეს იცნობს ბავშვობიდან. ასევე იცნობს მის ოჯახს და მისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის გაზაფხულზე მას და მის მეუღლე მ-----------–----ს დაეღუპათ 16-17 წლის ქალიშვილი. მ----ას და რ-----ის ქონდათ საკმაოდ კონფლიქტური ურთიერთობა, რაც შვილის გარდაცვალების შემდგომ კიდევ უფრო დაეძაბათ. ბავშვის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა რ---------–-----ეზე, მას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ბოლომდე არ ჯეროდა, რომ ბავშვი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, იგი თავისით ახორციელებდა გამოძიებას. 2015 წლის მაისის თვეში რ----------–-----ემ უთხრა, რომ თან არ ქონდა პირადობის მოწმობა, უნდოდა მისი შვილის ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერის გაკეთება, ამოტომ გაყოლოდა ,,მ---------ის“ ოფისში, სადაც მისი შვილის ტელეფონის ნომერს გადმოაფორმებდა მის სახელზე, რის შემდგომაც შეძლებდნენ დეტალური ამონაწერის მოპოვებას. ამონაწერი უნდოდა, რათა გაერკვია, თუ ვისთან ქონდა მის აწ. გარდაცვლილ ქალიშვილს ურთიერთობა და ამ გზით დაედგინა რეალურად რა მოხდა. იგი დათანხმდა და მივიდნენ პ----ზე, სასტუმრო ,,აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ,,მ----ის’’ ოფისში, სადაც მის (გ--------–-–---–-ს) სახელზე გადმოფორმდა რ---------–-----ის გარდაცვლილი ქალიშვილის ტელეფონის ნომერი - 5-----------. ნომრების აღების შემდგომ ოპერატორს გააკეთებინა 5----------- ნომრის დეტალური ამონაწერი, რომელიც გადასცა რ-----ის და ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ რ---------–-----ესთან ურთიერთობა არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ნ-----–---------–-–---–მა ისაუბრა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამძიებო მოქმ----ბების სისწორე და კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--------–-----ემ განმარტა, რომ არის მ-----------–----ის და რ---------–-----ის შვილი. იმეილი --------------------- შექმნილია მის მიერ მამის თხოვნით დაახლოებით 5-6 წლის წინ, რაც იყო ოჯახური მეილი და სარგებლობდნენ თვითონ, მამა, დედა და მისი და - მ---- ხუ–-----ე. იმეილს იყენებდნენ ძირითადად ბილეთების დასაჯავშნად, ასევე ხმარობდნენ აიქლაუდზე, მონაცემების აღსადგენად და ასე შემდეგ. ოჯახის წევრებს არ აუკრძალავთ ერთმანეთისთვის მისი გამოყენება და აღნიშნულზე ერთმანეთის თანხმობა არ სჭირდებოდათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი დის მ-------- ტელეფონი იყო მამის რ---------–-----ის სარგებლობაშია, ხოლო ტელეფონის ნომერი ქონდა დედას. ხსენებულ, მის მიერ შექმნილ იმეილზე მამამისის ნომერი იყო მიბმული. თვითონ მეილს იყენებდა მანამდე, სანამ დაიწყებოდა აღნიშნული დავა. მისი მითითებით, თუ ელფოსტის პაროლი შეიცვალა, ეს მოხდებოდა დედის მხრიდან, რომლეთანაც არანაირი კავშირი არ აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------–-----–-----ემ განმარტა, რომ რ---------–-----ე არის მისი ძმა, რომელიც ცხოვრობს ს-----------ში. იგი დაავადებულია ჰეპატიტით, ასევე, ფილტვების დაავადებით და მკურნალობს ქალაქ რენეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. მისი ძმის შვილის - მ----------–-----ის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლის 15 აპრილს მისი ყოფილი რძალი მ--------------და ს-----------ში, მაგრამ რ-----იმ გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა ცოლთან ურთიერთობა. რ---------–-----ემ მას (ლ-------–-----–-----ეს) გადმოუგზავნა თავის და მ----ს ტელეფონებში არსებული სურათები, რა დროსაც შეიტყო, თუ რა ერქვა მათ ტელეფონებს. მ----ს ტელეფონს ერქვა ,,მ----სფინქს“. როცა მ----ს ტელეფონი დაარეგისტრირეს აიფონების მაღაზიაში, განუმარტეს, რომ მ----ას ელექტრონული ფოსტა მიაბეს მ----ს ტელეფონს. მოწმემ განმარტა, რომ ელექტრონული ფოსტა --------------------- იყო საერთო ოჯახური ელფოსტა, რომლითაც სარგებლობდა რ-----ი, ბავშვები და მ----ა. რ-----ის აქვს ვაიბერი და აიქლაუდიც, სადაც უწერია იმეილი ---------------------. რ-----ი ხშირად იყენებდა მოწმის კომპიუტერს, მათ შორის იქიდან ყიდულობდა პარიზში დასაბრუნებლ ბილეთებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–-–---–მა განმარტა, რომ ლ-------–-----–-----ე არის მისი თანამშრომელი, ხოლო რ---------–-----ესთან მხოლოდ ტელეფონით ჰქონდა ურთიერთობა. კერძოდ, როდესაც რ-----ი ვერ უკავშირდებოდა ლუდმილას, ურეკავდა მის (თ------------–-–---–ის) ნომერზე. 2016 წლის ივლისის ბოლოს რ-----იმ მოწერა ესემესი - ლუდმილა ხომ არ არის შენთანო. ამ დროს ლუდმილა მასთან ერთად იმყოფებოდა და ესაუბრა რ-----ის ვაიბერში. მას მეილით მიუვიდა შეტყობინება, სადაც ეწერა m---------------------. დაინტერესდა რ-----ი აღნიშნული იმეილით თუ რატომ აგზავნიდა მესიჯს, რაზეც ლ-------–-----–-----ემ უთხრა, რომ ეს იყო მისი ძმის ოჯახის წევრების საერთო მეილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------–--------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს ავია კომპანია „ჯ------------------------------ში”. ბრალდებულმა რ---------–-----ემ მათთან შეიძინა ავიაბილეთი, რომლის ჯავშანი ეხებოდა თბილისიდან პარიზის მიმართულებით ფრენას 2015 წლის 25 ივნისს. ბილეთის შეძენა კი მოხდა 2015 წლის 23 ივნისს, რაც დასტურდება ავიაკომპანიის სისტემის ჩანაწერებით. აღნიშნული ავიაბილეთი მისმა ყოფილმა თანამშრომელმა - მ----კა პანტონიანმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით ------------- გაუგზავნა რ---------–-----ეს იმეილზე - m----------------------ზე, ტექსტით: „გიგზავნით ბილეთს მიმაგრებულ ფაილში, პატივისცემით მ----კა.“
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაიკითხა ბრალდებული რ---------–-----ე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ შვილს - ვ----------–----ძეს შეაქმნევინა ელფოსტა ,,მ----აპატაშური“. მეილს ძირითადად ბილეთის საყიდლად იყენებდა. ბოლოს - 2015 წლის ზაფხულში აღნიშნული იმეილით იყიდა პარიზის ბილეთი. ამის შემდეგ აღნიშნული მეილით აღარ უსარგებლია. გ--------–-–---–ს იცნობს, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არ აქვს და მისთვის არასოდეს უთხოვია, რომ თავის სახელზე დაერეგისტრირებინა მისი შვილის ტელეფონის ნომერი. ზემოაღნიშნული მეილი მითითებული იყო მისი შვილის - მ----ს ტელეფონში, ასევე თავის აიქლაუდზე. მეილით სარგებლობაზე შეზღუდვა და აკრძალვა ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან არასდროს ყოფილა. თავიდან მეილზე მიბმული იყო ტელეფონის ნომერი 1-------, შემდეგ კი 6-------, თუმცა ნომრის შეცვლა როდის მოხდა, მისთვის უცნობია. ამ იმეილით თამარ ბაბუნაშვილის მეშვეობით მ----ს სურათები გადაუგზავნა დას - ლ--–-----–-----ეს. მისი შვილის - მ----ს ტელეფონის ნომერი - 5-----------, ეხლა აქვს დას - ლ--–-ს, ხოლო ტელეფონით თავად სარგებლობს.
2016 წლის 20 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე მ-----------–----ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი ელ.ფოსტა ---------------------, სამსახურებრივი კომპიუტერით ვებ. ბრაუზერ Google Crome-ს გამოყენებით გახსნილ იქნა მ-----------–----ის ელექტრონული ფოსტა, მის მიერ შესაბამის გრაფებში სახელისა და პაროლის მითითების შემდგომ მოხდა ვებ.გვერდზე ავტორიზაციის გავლა. შევედნენ მ-----------–----ის კუთვნილ ელ.ფოსტა ----------------------ზე. მარჯვენა ზედა კუთხეში, სადაც მითითებულია ელ.ფოსტის მისამართი --------------------- დაჭერის შემდეგომ გამოვიდა გრაფა, სადაც წერია ლათინური ასოებით m------------ri და ---------------------. ასევე, რუსულად ქალაქი თბილისი, პირადი მონაცემები, პაროლი, უსაფრხოება. პირად მონაცემებზე დაჭერის შემდგომ ეკრანზე გამოჩნდა მ-----------–----ის პირადი მონაცემი - გრაფებში ჩაწერილი ლათინური ასოებით სახელი - m------------------------, ფსევდონიმი m------------ri. დაბადების დღე 30 იანვარი 1971, სქესი - მდებდრობითი, ჩემი ტელეფონები - +9-------**** და + 9---------**, ასევე ნომრის ქვემოთ რუსულ ენაზე წერია რომ ტელეფონი წაშლილი იქნება 4 მაისს, 2016, 18:50. აღნიშნულზე მ-----------–----მა განაცხადა, რომ პირველი ნომერი მის მიერ არის დაფიქსირებული, მას შემდეგ რაც დაიბრუნა ელ.ფოსტა და ეს ტელფონის ნომერი მას ეკუთვნის (+9-------0020), ხოლო რაც შეეხება მეორეს ეს სავარაუდოდ +9955-------- ტელეფონის ნომერია და ის აწ. გარდაცვლილი შვილის მ----------–-----ის სარგებლობაში იყო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მის ყოფილ მეუღლეს ხუ–-----ეს ჰქონდა. ამის შემდგომ მოხდა მარცხენა მხარეს არსებულ ერთერთ განყოფილებაში შესვლა, რომელსაც რუსულ ენაზე აწერია პაროლი და უსაფრთხოება. ეკრანზე კვლავ გამოჩნდა +9-------**** და +9---------** ხოლო ქვედა მხარეს ინფორმაცია ელ.ფოსტის გამოყენების შესახებ, სადაც რუსულად წერია: დღეს - თბილისი, საქართველოს (9-------------). ფოსტის შემოწმება 18:32 და 16:32 საათზე. თბილისი, საქართველო (--------------) ფოსტის შემოწმება 15:37, პაროლის შეცვლა 15:37 გუშინ პარიზი, ს-----------ი (-------------). 10:58 საათი. დათვალერების შემდგომ მოპოვებული ინფორმაცია იქნა დასურათებული და ამობეჭდილი ორ ფურცლად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. იმის დასადგენად თუ რომელ ინტერნეტ პროვაიდერის ბაზაშია რეგისტრირებული 9-------------, 9-------------------------------- IP მისამართები, სამსახურებრივი კომპიუტერის მეშვეობით მოხდა შესვლა ინტერნეტ გვერდ ,,ripe.net” –ზე საძიებო გარაფაში 9-------------. ჩაწერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 94-----------დან 9--------------მდე IP მისამართები ეკუთვნის ,,მ---------ს“ მდებარე ქ-------–--–-------–-----------------ში. საძიებო გრაფაში 9----------------–------–--------------------------------------–-------------------------------------------მდე IP მისამართები ეკუთვნის შპს ,,ს--------------------------------–---, პო------------------ში. ხოლო საძიებო გრაფაში 3---------------–------–----------------------------------------–-----------------------------------------მდე IP მისამართები ეკუთვნის ფრანგულ კომპანიას. ამგვარად დათვალიერების შემდგომ დადგინდა თუ რომელ ბაზაშია რეგისტრირებული IP მისამართები, დათვალიერების შემდგომ მოპოვებული ინფორმაცია ამობეჭდილ იქნა 9 ფურცლად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2016 წლის 04 მისის დათვალიერების ოქმის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დათვალიერდა შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპაქტ დისკზე, რომელიც მოთავსდა სამსახურეობრივ კომპიუტერში: დემოგრაფიულ მონაცემებში დაფიქსირებულია, რომ ტელეფონის ნომერი: 5----------- რეგისტრირებულია გე-–-–---–------ას სახელზე პ/ნ-----------, მცხოვრები: ს--------------ის 10, ხოლო ნომერი 5----------- რეგისტრირებულია ზ-------------------ის სახელზე, პ/ნ 1----------, მცხოვრები საბჭოს ქ. 5.; 5----------- სიმბარათის ნომერზე გამოთხოვილ ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში აღნიშნული სიმბარათი მოთავსებული იყო 3-------------------------------- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში, ხოლო ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ანუ 2016 წლის 19 თებერვალს, როდესაც გაურკვეველი მიზეზის გამო გაითიშა ეს ნომერი ის თავსდება 3------------- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში; 5----------- სიმბარათის ნომერზე გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ პერიოდში აღნიშნული სიმბარათი მოთავსებული იყო 3------------- და 0------------- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონებში. ანუ 2016 წლის 19 თებერვალს გაურკვეველი მიზეზით 5----------- ნომრის გათიშვის დღეს 15:23:54 საათიდან, 15:46:42 საათამდე აღნიშნული ნომერი მოთავსებულია იმ იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში (3-------------), რომელშიც მოთავსებული იყო 5----------- ნომერი. დათვალიერებისას ასევე დადგინდა, რომ 2016 წლის 19 თებერვალს მ-----------–----ის ელ.ფოსტაზე უნებართვოდ შეღწევის და მასზე წვდომის დაკარგვის დღეს ნომერზე 5------------ზე ფიქსირდება mail.ru-დან შესული შეტყობინებები. ამ ყოველივეს შემდგომ ჩნდება ვერსია, რომ 2016 წლის 19 თებერვალს მოხდა ნომრის - 5----------- ერთი სიმბარათიდან მეორე სიმბარათზე გადატანა (sim change).
შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ნომერი 5----------- რეგისტრირებულია გ--------–-–---–-ს სახელზე, პირადი 0----------- მცხოვრები ს------------------------- ხოლო ტელეფონის ნომერი 5-----------, რეგისტრირებულია ზარიძე თემურის სახელზე, პ/ნ 1----------, მცხოვრები საბჭოს ქ. N5.
შპს ,,მ---------ის“ იურისტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მ-----–-----------ის 0----------–-–---------------- წერილის თანახმად, 2016 წლის 19 თებერვალს ნომრის - 59---------- გადაფორმება განახორციელა შპს ,,მ---------ის“ მოლარე-ოპერატორმა გი-------------------ემ (მის: ქ. თბილისი, პ----ის გამზ.N2, შპს ,,მ---------ის“ აბონენტთა მომსახურებისა და რეალიზაციის ოფისი N4).
SIM ბარათის შეცვლის ფორმაში მითითებულია შემდეგი მონაცემები: გვარი სახელი - ზარიძე თემური, პირადი ნომერი 1----------, აბონენტის ნომერი 5--------, SIMბარათის შეცვლა, ძველი SIMბარათის #8------------------- ახალი SIM ბარათის #8------------------, ოფისი 4, თბილისი, პ-------------------, შპს ,,მ---------ი“, თბილისი საქართველო, ან------–-----------ას ქ. N- საიდენტ. კოდი 2-------6, თარიღი 19.02.2016. ბარათზე აღინიშნება ორი გაურკვეველი სახის ხელმოწერა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დოკუმენტაციის თანახმად დადგენილია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლის იმეილიდან - ------------- გაგზავნილია იმეილი m-------------------------ზე, თარიღი: 6-----------------------------კბ. ,,გიგზავნით ბილეთს მიმაგრებეულ ფაილში.’’ ბილეთები გაცემულია რ---------–-----ის სახელზე, რეისის ნომერი P---- თბილისი(TBS)-სტამბული(SAW) გამგზავრების თარიღი, 2------- ხუთშ. გამგზავრების დრო 04:30, ჩაფრენის დრო 05:50; რეისის ნომერი P---- X/სტამბული-პარიზი(ORY), გამგზავრების თარიღი 2------- ხუთშ. გამგზავრების დრო - 10:25, ჩაფრენის დრო - 13:15.
2016 წლის 27 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ------------–-–---–ის თანხმობით ადვოკატ ლ---–--------------–ის მიერ დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი IPhone5S. ეკრანზე არის პროგრამა Message, მასში შესვლის შემდეგ აირჩია შემოსული შეტყობინებებიდან ---------------------. შევიდა ამ შეტყობინებაში და წაიკითხა მისი შინაარსი, კერძოდ, რ---------–-----ე სთხოვდა თამარს, დაეკავშირებინა იგი თავის დასთან - ლ--–-----–-----ესთან.
2016 წლის 28 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ლ-------–-----–-----ის თანხმობით დათვალიერებულ იქნა ლ-------–-----–-----ის მიერ გადაცემული დოკუმენტები, სალაროს შემოსავლის ორდერი N4-----, რითაც დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის 551 ლარის ჩარიცხვა N----------------------------, რ---------–-----ის ჯარიმის გადახდის მიზნით. შეტყობინება პროგრამა Viber-ისთვის, ელ.ფოსტა ---------------------, რითაც დასტურდება, რომ რ---------–-----ის ტელეფონში გააქტიურებული პროგრამა - Viber (ვაიბერი) დაკავშირებულია ელ.ფოსტასთან ---------------------. დოკუმენტის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს რ---------–-----ის პირად ტელეფონში არსებულ ინფორმაციას. დათვალიერებული იქნა დოკუმენტი, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინების imessige-ის სახით არის შესული რ. ხუ–-----ის ტელეფონში. დოკუმენტში მითითებულია, რომ ადრესატია მ----ა (ტელეფონის სახელი), რ---------–-----ის ტელეფონის ეფლის პროგრამის იდი არის ---------------------. რ-----ის პირადი ტელეფონის სახელია ,,აიფონ მ----ა“. ეფლის იდის სახელია - მ---- სფინქს. დოკუმენტს ახლავს წარმომავლობის ამსახველი საინფორმაციო ხასიათის წერილი, სადაც მითითებულია სახელი - მ---- და მისამართი - დ--–-თი. საფოსტო ინდექსი 12345. დოკუმენტით დასტურდება, რომ ელ.ფოსტა --------------------- წარმოადგენდა აწგარდაცვლილი მ----------–-----ის საკუთრებასაც და რ---------–-----ის პირადი ტელეფონის ყველა პროგრამა დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტასთან. ასევე დათვალიერებული იქნა ლ-------–-----–-----ის პირადი ელ.ფოსტა ----------------------. შემოწმდა შემოსული წერილები და გაიხსნა რ---------–-----ის მიერ გადმოგზავნილი წერილი მიმაგრებული ფაილებით.
2016 წლის 26 ივლისის ელ.ფოსტის და დოკუმენტების დათვალიერების ოქმის თანახმად, ლ-------–-----–-----ის თანხმობითა და მისი მონაწილეობით დათვალიერდა მისი კუთვნილი ელ.ფოსტა - l ---------------------- და ლ-------–-----–-----ის მიერ გადმოცემული დოკუმენტები: ლ-------–-----–-----ემ ინტერნეტ ბრაუზერ - Google-ს გამოყენებით, ზედა ძებნის ველში მოძებნა g.mail.com. ფოსტაში შესასვლელად შეავსო შესაბამისი ველები: სახელი და პაროლი და შევიდა ელ.ფოსტაში. შეარჩია შემოსული წერილების გრაფა და დაათვალიერა მის პირად ფოსტაში R--------------------------- ელ.ფოსტიდან გადმოგზავნილი დოკუმენტები, რომელიც იყო შემდეგი: მ-----------–----ის სახელზე გამოწერილი ავია ბილეთი, ჯავშნის ნომერი 3-----, რითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 15 აპრილს მ-----------–----ი გაემგზავრა მარშრუტით თბი-–---------------ზის მიმართულებით და 2015 წლის 26 აპრილს დაბრუნდა საქართველოში, ასევე სამედიცინო დოკუმენტენები, რომელიც იმავე ელ.მისამართიდან არის გადმოგზავნილი.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევ--ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ---------–-----ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმ----ბების ჩადენაში.
რელევ--ტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმ----სია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმ----ბის ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაითვალისწინა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით არ მიიჩნია სარწმუნოდ ბრალდების მხარი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში საპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, მხედველობაში იღებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ საკმ----ს და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რაც უპირველეს ყოვლისა დაადასტურებდა, რომ სადავო იმეილი - ,,---------------------“ წარმოადგენდა მხოლოდ მ-----------–----ის საკუთრებას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის ყოფილ მეუღლეს, არ ჰქონდათ მისი გამოყენების უფლება.
აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს თავად დაზარალებულ მ-----------–----ის ჩვენება, რომელიც სხვა პირდაპირი ხასიათის მტკციებულებების არარსებობის პირობებში, ვერ გახდება რ---------–-----ის მსჯავრდების საფუძველი. როგორც ბრალდებულმა რ---------–-----ემ და მისმა შვილმა ვ--------–----ემ განახცადეს, იმეილი - ,,---------------------“ შექმნილია ვ--------–-----ის მიერ დაახლოებით 5-6 წლის წინ, რაც იყო ოჯახური მეილი და სარგებლობდნენ მ-----------–----ი, რ-----ი, ვ--ო და მ---- ხუ–-----ეები. ოჯახის წევრებს მაილის გამოყენებისას ერთმანეთის თანხმობა არ სჭირდებოდათ. ასევე, მათი განმარტებით, იმეილს ძირითადად იყენებდნენ ბილეთების დასაჯავშნად. ის გარემოება, რომ აღნიშნული იმეილი წარმოდგენდა ოჯახის საკუთრებას, დადასტურებულია ლ-------–-----–-----ის და თავად დაზარალებულის დის ჩვენებებითაც. ბ--–-------–----მა განმარტა, რომ მისი დის მეილით სარგებლობდნენ ვ--ო და მ----------–-----ეებიც. ხოლო ლ-------–-----–-----ის ჩვენებით, რ---------–-----ეს საქართველოში ყოფნისას მისი კომპიუტერით ხშირად უსარგებლია და აქედან მისთვის ცნობილია, რომე ეს უკანასკნელი იყენებდა სწორედ იმეილს ,,---------------------“. დაცვის მხარის ვერსია აგრეთვე გამყარებულია მოწმეების თ------------–-–---–ის და ლ-------–--------–--ლის ჩვენებებითაც; თ------------–-–---–ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ავიაკომპანია „G---”-დან მიღებული ინფორმაციით და ლ-------–-----–-----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ როგორც მ----------–-----ე, ასევე რ---------–-----ე ნამდვილად სარგებლობდნენ იმეილით ,,---------------------“, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებისას. ასევე, რ---------–-----ეს 2016 წლის 19 თებერვლამდეც ჰქონდა მასზე წვდომა და 2015 წლის 23 ივნისს აქვს შეძენილი ავიაბილეთი.
პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 19 თებერვალს შპს ,,მ---------ის“ მოლარე-ოპერატორ გი-------------------ის მიერ მოხდა თ--------------ის კუთვნილი ნომრის -5-------- შეცვლა, რომელიც მიმაგრებული იყო SIM ბარათზე - #8------------------- და მისი ახალ SIM ბარათზე #8------------------ მიმაგრება. ასევე, 2016 წლის 19 თებერვალს თ--------------ის კუთვნილი და ბ--–-------–------ სარგებლობაში არსებული - 5----------- ნომრის გათიშვის დღეს, 15:23:54 საათიდან, 15:46:42 საათამდე პერიოდში, აღნიშნული ნომერი მოთავსებულია იმ იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში (3-------------), რომელშიც მოთავსებული იყო მ----------–-----ის ნომერი - 5-----------. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ აღნიშნულ დროს შპს „მ---------ის“ ოფისში იმყოფებოდა რ---------–-----ე და სწორედ ის დაეუფლა ბ--–-------–------ სარგებლობაში არსებული ნომრის ახალ სიმბარათს. მოწმე გ-------–-------------ემ განმარტა, რომ პიროვნება, რომელსაც სიმბარათის დაზიანების გამო ტელეფონის ნომერი ახალ სიმბარათზე გადაუტანა და გადასცა, მასთან ოფისში ორჯერ იყო მისული და თავი დაამახსოვრა იმით, რომ შვილი ყავდა გარდაცვლილი, თვითონ კი ცხოვრობდა ს-----------ში. მოწმეს არ შეუძლია დაასახელოს ამ პიროვნების სახელი და გვარი, მისი პირადი მონაცემები; ამასთან, მოწმე გ-------–-------------ესთან არ არის ჩატარებული პირის ამოცნობა თუნდაც ფოტოსურათით. პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ პიროვნების ისტორიის გარკევული დეტალების გადმოცემით შეუძლებელია მოხდეს მისი ინდეტიფიცირება და სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს, რომ გ-------–-------------ესთან მისული პირი იყო სწორედ რ---------–-----ე. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ერთ მნიშვნელოვ-- გარემოებას, კერძოდ, გ-------–-------------ის ჩვენებიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ნომერი ახალ სიმბარათზე გადაუტანა, მასთან ორჯერ იყო მისული დაახლოებით ნახევარი წლის ინტერვალით. პალატა მიიჩნევს, რომ ვერც ამ შემთხვევაში იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ გ-------–-------------ესთან პირველ ჯერზე მისული პიროვნება იყო ნამდვილად რ---------–-----ე. ერთადერთი მტკიცებულება, რაც აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად იქნა წარმოდგენილი, არის მოწმე გ--------–-–---–-ს ჩვენება, თუმცა მისი დაკითხვა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული გამოძიებაში მიცემული ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთან, პალატას საეჭვოდ მიაჩნია გ--------–-–---–-ს ჩვენება იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი მითითებით, ნომრის აღების შემდგომ ოპერატორს გააკეთებინა 5----------- ნომრის დეტალური ამონაწერი და გადასცა რ-----ს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, თუ რამდენად არის შესაძლებელი ნომრის ამჟამინდელ მესაკუთრეს ჰქონდეს წვდომა მისი ყოფილი მესაკუთრის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების შესახებ ამონაწერზე.
რაც შეეხება რ---------–-----ის მიერ მისი გარდაცვლილი შვილის - მ----------–-----ის მობილური ტელეფონით სარგებლობას, თავად გამართლებულის განმატებით, დაკითხვის დროს - 2018 წლის 23 მარტს, მ-------- ტელეფონი იყო მის სარგებლობაში, რაც უპირობოდ არ მიანიშნებს, რომ იგი დანაშუალის ჩადენის დროს - 2016 წლის 19 თებერვლასაც სარგებლობდა აღნიშნული ტელეფონით. იგივე დაადასტურა მოწმე ვ--------–-----ემაც, რომელმაც მიუთითა, რომ მ-------- ტელეფონით ამჟამად სარგებლობდა მამა - რ---------–-----ე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის შეფასებაზე მოწმე ვ--------–-----ის ჩვენების სანდოობის კუთხითაც და განმარტავს, რომ როგორც ვ--------–-----ემ აღნიშნა, მან 5-6 წლის წინ შექმნა ეს იმეილი და ამიტომ აღარ ახსოვს, თუ რა მონაცემები ჰქონდა მასში მითითებული. ასევე, მართალია მას დედასთან ურთიერთობა არ აქვს, თუმცა ამის მიზეზად მან დაასახელა მხოლოდ დედის მხრიდან კონტაქტის გაწყვეტა. ვ--------–-----ის ჩვენების საერთო ანალიზიდან პალატა ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მას დედის მიმართ გარკვეული შურისძიების მოტივი ამოძირავებს და ამიტომ მის საწინააღმდეგოდ მისცა ცრუ ჩვენება.
2016 წლის 20 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, წინა დღეს, ანუ 19 აპრილს ს-----------ში, პარიზში, 15:37 საათზე მოხდა პაროლის შეცვლა იმეილზე ---------------------. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 19 თებერვალს მ-----------–----ის ელ.ფოსტაზე უნებართვოდ შეღწევის და მასზე წვდომის დაკარგვის დღეს, მ----------–-----ის ნომერზე - 5-----------, ფიქსირდება mail.ru-დან შესული შეტყობინებები. ლ-------–-----–-----ის მიერ წარმოდგენილი მასალების დათვალიერების ოქმის თანახმად კი, 2016 წლის 1 მარტს მ----------–-----ის ტელეფონის ID (---------------------.) გამოყენებული იქნა „აიფონ“ 6-ის მოდელის ტელეფონში სახელწოდებით - „მ----ა“, თუმცა ამ იმეილით რ---------–-----ის მიერ არაერთხელ სარგებლობის ფაქტს არც დაცვის მხარე უარყოფს. ხოლო აღნიშნული ინფორმაცია და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულები არ არის საკმ----სი იმ ფაქტის უტყუარად მიჩნევისათვის, რომ ბრალად წარდგენილი ქმ----ბის ჩადენის დღეს - 2016 წლის 19 თებერვალს, მ---- ხუ–-----ის ტელეფონი და მისი ნომერი ნამდვილად იყო რ---------–----ის სარგებლობაში, რ---------–-----ემ მოახდინა ბ--–-------–------ სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის სხვა სიმბარათზე გადატანა და ასევე, მან ნებართვის გარეშე შეაღწია იმელიზე - ---------------------.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმ----ბა, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმ----ბა გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევ--ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ რ---------–-----ის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა წარმოადგენს საეჭვო გარემოებას. ბრალდების მხარემ კი ვერ უზრუნველყო იმ უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა ერთობლიობაც გახდებოდა აღნიშნული ეჭვის გაბათილების და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ---------–-----ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გამამართლებელი განაჩენი რ---------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვ--ელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი:
რ---------–-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ---------–-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ---------–-----ეს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე