განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/430-18
(#021160518002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----–-----------------–----------------------------–-------–-–-----------------------------–----------–-----------------------------------–-----------–------------------–-------------------------------–---------------------–------------------------–-------------------------------------------------------–------------;
ადვოკატი - მ-------–---------–---ი;
თარჯიმანი - ო------------------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით .
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ გარდაბანში უ-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვ-----–-------------ამ თავის დას ლ---–-------------ას, იმის გამო რომ ამ უკანასკნელს სურდა მასთან ქონებრივი დავა მოეგვარებინა სამართლებრივი გზით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, გადაუგრიხა მარცხენა ხელის შუა თითი, ასევე მუცელში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც ლ---–-------------ამ დაკარგა გონება. ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებებით ლ---–-------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა მტევანზე მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით.
აღნიშნული ქმედებისთვის ვ-----–-------------ას ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
ვ-----–-------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ გარდაბანში ულიანოვკის ქუჩა N 1ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვ-----–-------------ამ თავის დას ლ---–-------------ას, იმის გამო რომ ამ უკანასკნელს სურდა მასთან ქონებრივი დავა მოეგვარებინა სამართლებრივი გზით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გადაუგრიხა მარცხენა ხელის თითები, რა დროსაც ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებებით ლ---–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 16 მაისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ნ-----------–---ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 16 მაისს გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ ლ---–-------------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა დამ - ვ-----–-------------ამ, აღნიშნულის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ლ---–-------------ამ, კერძოდ მიიღო მარცხენა ხელის შუა თითის მოტეხილობა, რის გამოც გადაყვანილ იქნა გარდაბნის ჯეოჰოსპიტალში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება . (ტ. 1. სფ. 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: 2018 წლის 16 მაისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ. გარდაბანში მცხოვრები, 1----–--–-------------ლი ლ---–-------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა დამ - ვ-----–-------------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
(ტ. 1. სფ. 2)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად : 2018 წლის 17 მაისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილს ელსმენით დაუკავშირდა ჯეოჰოსპიტალის ექიმი ზ-------------------ი, რომელმაც შეატყობინა, რომ მათ კლინიკაში შეიყვანეს ავადმყოფი ლ---–-------------ა, რომელსაც თითები აქვს ნაღრძობი, მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გაშვებულ იქნა სახლში. (ტ. 1. სფ. 4)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ლ---–-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, მის ძმასთან- ე-–--------–--–---თან, რძალთან - ქ------–------------სთან, დეიდასთან - ს-------------------სთან და დეიდაშვილთან - მ--–-----------------თან, ერთად იმყოფებოდა დეიდამისის საცხოვრებელ ბინაში, რათა ემსჯელათ ლ---–-------------ასა და ვ-----–-------------ას გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონების განაწილების საკითხზე. ამ დროს მათთან სახლში მივიდნენ რ----–------–---ი და ვ-----–-------------ა. მოწმის განმარტებით რ----–------–---ს და ვ-----–-------------ს მასთან მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი რა დროსაც რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა, ხოლო ვ-----–-------------ამ ხელის მტევნის გადაგრეხით მოტეხა ხელის თითი. იქვე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ მათ გაშველებას, თუმცა რ----–------–---ის დარტყმის შედეგად დაკარგა გონება.
ადვოკატის კითხვებზე ლ---–-------------ამ განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ნაწილობრივ ასახავს კონფლიქტის ფაქტებს გადაიღო შემთხვევის ადგილზე მყოფმა მ--–---------------ამ. მოწმემ ადვოკატის კითხვაზე განმარტა, რომ თითების დამტვრევისა და დარტყმის შედეგად წაიქცა, თითები ვ-----–-------------ამ გადაუტეხა, ხოლო რ----–------–---მა წიხლი დაარტყა მუცელში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ვ-----–-------------ამ დაუზიანა თითების მყესები, ექიმთან კონსულტაციისას გადაიღო რენდგენი და ექიმმა უთხრა, რომ ნერვები აქვს დაზიანებული. გარდა თითებისა პირველად ექიმთან ვიზიტისას მას ნეკნებიც აწუხებდა თუმცა მან აღნიშნული არ გაამჟღავნა ვინაიდან არ სურდა რ----–------–---ს (რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილები) შექმნოდა სამართლებრივი პრობლემები.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე ლ---–-------------ამ განმარტა, რომ თითების დაზიანება გამოიწვია ვ-----–-------------ას თითების მისი ხელის თითებზე ჩაჭიდებამ. აღნიშნული მოხდა ვ-----–-------------ას სახლში შესვლის დროს, ლ---–-------------ას გაუჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ვ-----–-------------ა მას დაარტყამდა ხელს, რის გამოც თავდაცვის მიზნით ხელები აიფარა სახეზე. თითების გადაწევის დროს ლ---–-------------ასა და ვ-----–-------------ას დაშორება განახორციელა დეიდამისმა და დეიდაშვილმა, მანამდე ხელები ჰქონდათ ჩაჭიდებული. ვ-----–-ს მოქმედების შედეგად გადაეკეცა თითები, რის გამოც განიცადა ტკივილი, ვ-----–-------------ამ თითები გადაუწია გაშველებამდე. ვ-----–-------------ას თითების გადაწევის გარდა სხვა დაზიანება არ მიუყენებია. მოწმის განმარტებით მას გული წაუვიდა რამილას წიხლის დარტყმის შედეგად. მიღებული დაზიანებებიდან ყველაზე მეტად თითების გადაწევა ეტკინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მასსა და ვ-----–-------------ას შორის უთანხმოების მიზეზი არის მათი გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონებაზე მიმდინარე სამართლებრივი დავა. რ----–------–---ის მიმართ სასამართლო სხდომაზე მამხილებელი ჩვენების მიცემა გამოიწვია თავად რ----–------–---ის ქმედებამ, კერძოდ, მან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია თითქოსდა ლ---–-------------ას თითები დაზიანებული არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე სასამართლოსათვის და გაემჟღავნებინა რ----–------–---ის ძალადობრივი ქმედებებიც. (ტ.2 ს.ფ. 56-62 )
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ე-–--------–--–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს მას დაუკავშირდა ლ---–-------------ა და თხოვა გარდაბანში დეიდის - ს-------------------ს სახლში მისვლა, მემკვიდრეობის საკითხების გასარკვევად. ე-–--------–--–---ის დათქმულ ადგილზე მისვლისას სახლში იმყოფებოდნენ: ლ---–-------------ა, დეიდამისი - ს------------------- და დეიდაშვილი - მ--–---------------ა მის პატარა შვილთან ერთად. მოწმის განმარტებით ისინი უნდა დალაპარაკებოდნენ ადვოკატს ბინისა და მიწის ნაკვეთის საკითხზე, რომელიც ჯერ იყო ე-–--------–--–---ის დედის საკუთრება და დედის გარდაცვალების შემდეგ გახდა სადაო ვ-----–-------------ასა და ლ---–-------------ას შორის. მისი მისვლიდან მალევე შემთხვევის ადგილას მივიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–---ი, რომლებიც უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ ლ---–-------------ას და აშკარა იყო, რომ მათ უნდოდათ ჩხუბი. რ----–------–---მა სცადა ლ---–-------------ასთვის ხელი დაერტყა თუმცა ე-–--------–--–---მა ისინი გააშველა. მოწმის განმარტებით მან რ----–------–---ი და ვ-----–-------------ა გაიყვანა სახლიდან, თუმცა ისინი მალევე შებრუნდნენ სახლში, ჯერ რ----–------–---ი შევიდა შემდეგ ვ----–-------------ა შემოყვა და ამ დროს ვ-----–-------------ამ შესვლისთანავე ლ---–-------------ას თითი მოტეხა, ხოლო რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა მუცელში, დარტყმის შედეგად ლ---–-------------ა წაიქცა. მოწმის განმარტებით ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში განვითარდა, თუმცა მან ნათლად დაინახა მომხდარი. მოწმის განმარტებით რ----–------–---ის ქმედების შესახებ გამოძიებას არ მიაწოდა ინფორმაცია, რადგან რ----–------–---ს სამი შვილი ჰყავს და შეეცოდა. სასმართლოში კი გადაწყვიტა სიმართლის თქმა, ვინაიდან რ----–------–---ი მომხდარის შემდეგ იქცევა არასწორად და ცდილობს ნათესავებში ურთიერთობების არევას.
ადვოკატის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მან ვ-----–-------------ა სცემა იმიტომ, რომ ის ლ---–-------------ას არ ეშვებოდა და რომ არ გაეშველებინა ვ-----–-------------ა მოკლავდა ლ---–-------------ას. თავდაპირველად სახლში შესვლისას რ----–------–---ი და ვ-----–-------------ა იყვნენ აგრესიულები და აპირებდნენ ჩხუბს, რის გამოც ე-–--------–--–---მა ისინი გაიყვანა სახლიდან და უთხრა, რომ ჩხუბის ადგილი მათ სახლში არ იყო, დაახლოებოთ 3 წუთში სახლში ისევ შებრუნდნენ ვ----–-------------ა და რ----–------–---ი, რა დროსაც ვ-----–-მ თითი მოტეხა ლ---–-------------ას, ხოლო რ----–------–---მა წიხლი ჩაარტყა და ლ---–---------------მ დაკარგა გონება.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ვ-----–-------------ამ ხელით გადაუგრიხა ლ---–-------------ას ხელის თითი, ხოლო რ----–------–---მა კი ლ---–-------------ას მარჯვენა ფეხი მუცლის მარცხენა მხარეს ჩაარტყა.
(ტ.2 ს.ფ. 62-67 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ს---------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს შუადღის საათებში მასთან სახლში მივიდა ლ---–-------------ა, ამ დროს მასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ მისი ქალიშვილები - მ--–---------------ა და ქ------–-----------ა, მალევე მვიდა ლ---–-------------ას ძმა - ე-–--------–--–---ი. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ა მივიდა მასთან რათა შეხვედროდა ადვოკატს მასსა და ვ-----–-------------ას შორის არსებულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით იმავე დღეს 16:00 საათიდან 17:00 საათებს შორის პერიოდში მათთან სახლში მივიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–---ი. სახლში შესვლისთანავე ვ-----–-------------ა გაემართა ლ---–-------------ასკენ. მოწმის განმარტებით მან შეაჩერა ვ-----–-------------ა და უთხრა, რომ არ შესულიყო სახლში, მაგრამ ის მაინც შევიდა, ვ-----–-------------ა განაწყენებული იყო ლ---–-------------აზე, ვინაიდან ლ---–-------------ას უნდოდა სარჩელის შეტანა სასამართლოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მათ ერთმანეთში მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ვ-----–-------------ასა და ლ---–-------------ას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ, ვ-----–-------------ამ, ლ---–-------------ას გადაუგრიხა ხელის თითები და მოტეხა. ლ---–-------------ამ ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო ,,ვაიმე თითებიო“, მათი გაშველება ვ-----–-------------ას და ლ---–-------------ას ძმამ ე-–--------–--–---მა მოახერხა და სახლიდან გარეთ გაიყვანა. მოწმის განმარტებით რამდენიმე ხანში რ----–------–---ი ისევ მობრუნდა სახლში და ლ---–-------------ას მუცელში ფეხი დაარტყა, ლ---–-------------ა დარტყმის შედეგად გაითიშა და ძირს დაეცა. ამის შემდეგ ვ-----–-------------ა და რ----–------–---ი გაერიდნენ სიტუაციას და დატოვეს შემთხვევის ადგილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან დაინახა, თუ როგორ გადაუგრიხა ვ-----–-------------ამ ლ---–-------------ას ხელის თითები (თუ რომელი ხელის თითები არ ახსოვს). (ტ.2 ს.ფ. 110-123)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ--–---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ლ---–-------------ა და ვ-----–-------------ა მისი ნათესავები არიან. 2018 წლის 16 მაისს ის ს---------------------ასთან, ქ------–-----------ასთან, ლ---–-------------ასთან და მის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მოგვიანებით მათ შემოუერთდა ე-–--------–--–---იც. ე-–--------–--–---ის სახლში მოსვლიდან მალევე მოვიდნენ ვ-----–-------------ა და რ----–------–---ი და შემოვიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით სახლში შესვლამდე ს---------------------ა ჩადგა კარებში და არ უშვებდა რ----–------–---ს და ვ-----–-------------ას სახლში შემოსასვლელად, მაგრამ ისინი მაინც შევიდნენ. სახლში შესვლისთანავე რ----–------–---ი გაემართა ლ---–-------------ასკენ და დაუწყო ჩხუბი. ვ-----–-------------ამ ხელის თითები გადაუგრიხა ლ---–-------------ას, რა დროსაც ლ---–-------------ა დაეცა იატაკზე, დაცემულ ლ---–-------------ას რ----–------–---მაც დაარტა. მოწმის განმარტებით მათ გაშველებაში ჩაერთვნენ ე-–--------–--–---ი და ს---------------------ა. ე-–--------–--–---მა გაშველების დროს ვ-----–-------------ას სილა გაარტყა.
მოწმის განმარტებით, მან იმის გამო გადაწყვიტა შემთხვევის დღეს მომხდარი ინციდენტის ვიდეოთი გადაღება, რომ რ----–------–---ის ძმისთვის ეჩვენებინა და დაერწმუნებინა, რ----–------–---ის და ვ-----–- ი-----------ს მხრიდან ლ---–-------------ას მიმართ განხორციელებული ძლადობის ფაქტი. მოწმემ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერებიდან პირველია გაშველების ფაქტის ამსახველი ჩანაწერი, ხოლო შემდეგი ლ---–-------------ას ძირს დაგდების ფაქტი.
ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ლ---–-------------ას მუცელში დაარტყა, ვ-----–-------------ამ, მანვე გადაუგრიხა ხელის თითები, ხოლო რ----–------–---მა წაქცეულ ლ---–-------------ას დაარტყა ფეხი.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწმემ განმარტა: როდესაც ე-–--------–--–---ი აშველებდა ჩხუბში მონაწილეებს მან ვ-----–-------------ას სახეში სილა გაარტყა ხოლო გაშველების დროს რ----–------–---მა რკინის ,,კრუშკა“ ჩაარტყა ე-–--------–--–---ს. (ტ.2 ს.ფ. 123-141 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ო------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ ლ---–-------------ა და ვ-----–-------------ა მისი დის შვილები არიან. ვ-----–-------------ას და ლ---–-------------ას შორის ურთიერთობა მიწის ნაკვეთის და სახლის გამო დაიძაბა დედის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ: დედის სიცოცხლეში მათ გარდაბანში იყიდეს სახლი, რომელიც ვ-----–-------------ას სახელზე იყო გაფორმებული, ლ---–-------------ა სახლიდან წილის მოთხოვნის გამო ვ-----–-------------ამ გამოაგდო სახლიდან, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოწმის განმარტებით 2018 წლის მაისში ლ---–-------------ას და ვ-----–-------------ას ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ, ჩხუბის შედეგად ლ---–-------------ას ხელის თითები ჰქონდა მოტეხილი. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ამ თითები, რომ ჩხუბის დროს მოიტეხა იცის ლ---–-------------ას გადმოცემით და ამასთან ხელი ჰქონდა თაბაშირში შეხვეული. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ა ამჟამად მასთან ცხოვრობს, მასთან გადმოსვლამდე კი ის მისი ცოლის ძმასთან ცხოვრობდა.
მოწმის განმარტებით მას ვ----–-------------ასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.მოწმემ ლ---–-------------ას თითების მოტეხილობა ახსნა იმით, რომ ის თითებს ნორმალურად ვერ ამოძრავებდა. (ტ.3 ს.ფ. 25-28 )
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რ----–------–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა ვ-----–-------------სთან ერთად, რა დროსაც მას დაურეკა დედამისმა და ჰკითხა ლ---–-------------ასთან რა პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან ლ---–-------------ა მას ოჯახის დანგრევით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით სიტუაციის გარკვევის მიზნით ვ-----–-------------ასთან ერთად მივიდა გარდაბანში ს-------------------ს სახლში. პირველი სახლში შევიდა თვითონ და მივიდა ლ---–-------------ასთან, რათა გაერკვია, თუ რატომ ემუქრებოდა ოჯახის დანგრევით. საუბრისას ლ---–-------------ამ გაიწია რ----–------–---ისკენ დასარტყმელად, მან ლ---–- ხელის კვრით მოიგერია. მოწმის განმარტებით ამ დროს ვ-----–-------------ა იყო გარეთ ბავშვებთან, ის სახლში ხმაურზე შევიდა. მოწმის განმარტებით ლ---–-------------ამ ნერვიულობის ნიადაგზე დაკარგა გონება, ვ-----–-------------ა მას ხელით არ შეხებია შესაბამისად, არც ხელზე შეხებია.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ფაქტთან დაკავშირებით ვ-----–-------------ასთან ყოველთვის საუბრობს, ორივე დის მდგომარეობას განიცდის, მან ლ---–-------------ას ხელი ნამდვილად ჰკრა, ხოლო ვ-----–-------------ას, ლ---–-------------ასთან ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონია. მოწმის განმარტებით ის მეუღლეს დაშორდა ლ---–-------------ას მიერ მასზე გავრცელებული ჭორების გამო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ლ---–-------------ა მაინც ეცოდება. (ტ.2 ს.ფ. 40-47 )
სასამართლომ შეაფასა რა რ----–------–---ის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება, რომლითაც უარყოფს ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–-------------აზე ფიზიკურ ძალადობას არ უნდა იქნას გაზიარებული. სასამართლოს ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეების ჩვენებებთან ამასთან ეს უკანასკნელი არის აშკარად დაინტერესებული პირი ვ-----–-------------ას სასარგებლოდ და გააჩნია პირადი ინტერესი ლ---–-------------ას მიმართ, რასაც თვითონვე ადასტურებს და განმარტავს, რომ მისი ოჯახის დანგრევას უკავშირებს უშუალოდ ლ---–-------------ას მიერ მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ნ-----------–---ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს გამოძიება დაიწყო ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–-------------აზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გთვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ლ---–-------------ა, მოწმეები ე-–--------–--–---ი, მ--–---------------ა, რ----–------–---ი, ჩატარებული აქვს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული აქვთ ჭიქა, დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ ის იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მთავარი გამომძიებელი და მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონიერია.
(ტ.3 ს.ფ. 34-37 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ნ-----–-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ ვ-----–-------------ას დაკავებაში. მოწმის განმარტებით ვ-----–-------------ას დაკავება მოხდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ღამის 01:30 საათზე. დაკავებისას ბრალდებულს თარჯიმნის მონაწილეობით განემარტა მისი უფლებები, შედგენილ იქნა დაკავების ოქმი, რაც თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ბრალდებულს და გადაეცა ოქმის ასლი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.3 ს.ფ. 37-38 )
ბრალდებულ ვ-----–-------------ას დაკავების ოქმის მიხედვით: 2018 წლის 17 მაისს, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ნ---------–---–ს მიერ ქ. გარდაბანში, ა----–-----–-------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - ვ-----–-------------ა, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ამავე განყოფილების გამომძიებელი ნ-----–-------------ა და თარჯიმანი ა----------------ა. ვ-----–-------------ა დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 70-71)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2018 წლის 17 მაისს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ნ-----------–---ის მიერ, ქ-----------–------–-------------------ში. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2018 წლის 17 მაისის 01:25 საათზე და გრძელდებოდა 2018 წლის 17 მაისის 02:00 საათამდე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ექსპერტები ი-----–--–-----------------------------–---–ი, ასევე თარჯიმანი ქ--------------–--ე. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის /მფლობელის თანხმობით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ხელოვნური განათების პირობებში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ჭიქა (ე.წ. კრუშკა). საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერენ მასში მონაწილე ექსპერტები ირაკლი წვერავა, ნ----------------–---–ი, თარჯიმანი ქ--------------–--ე, ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნ-----------–---ე, საგამოძიებო მოქმედების ოქმის ასლი გადაცემული აქვს ტ-------------–----ს (მესაკუთრე /მფლობელი). (ტ.1. ს.ფ. 57-68)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი ბ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2----–-–-----------ს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებით მოქ. ლ---–-------------ას 16.05.18წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო 17.05.18წ. ობიექტური შემოწმებით - სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ. 22-24)
მოწმემ გარდა იმისა, რომ სრულად დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები დამატებით განმარტა, რომ ლ---–-------------ას ხელის თითების ფლანგებზე შეშუპება ან რეფლექსების დაქვეითება არ შეუნიშნავს. რეფლექსების შემოწმება მის მიერ არ მომხდარა, რადგან სამედიცინო კვლევა უკვე ჩატარებული იყო, მის მიერ მოხდა მხოლოდ დათვალიერება და სხვა დამატებითი კვლევის საჭიროება არ არსებობდა. (ტ.4 ს.ფ. 9-11)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ა-–-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2----–-–----------ს გაცემული ექსპერტიზის N-------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის“ მიერ 16.05.18 წ გაცემული N8484 ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. ლ---–-------------ამ ამბულატორულად მიმართა კლინიკას 16.05.18წ. მოკლე ანამნეზი: უჩივის ტკივილს მარცხენა მტევნის არეში. პაციენტი ტრავმის მიზეზად ასახლებს ნათესავის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. კონსულტირებულია ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ. ჩაუტარდა მარცხენა მტევნის რენტგენოგრაფია - ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. მარცხენა მტევანზე დაედო თაბაშირის ლონგეტი იმობილიზაციის მიზნით. გამოტანილია დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. სამკურნალო შრომით რეკომენდაციებში მითითებულია მედიკამენტური დანიშნულება და ასევე ამბულატორული მეთვალყურეობა. თაბაშირის ლონგეტის ტარება 10-14 დღის განმავლობაში.
ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების დასკვნით ლ---–-------------ას ჩაუტარდა მარცხენა ხელის მტევნის კომპიუტერული ტომოგრაფია - მტევნის ძვლებში ტრავმული ცვლილებები არ ვლინდება.
შპს ,,რეგიონალურ ჰოსპიტალის“ საბურთალოს პოლიკლინიკის მიერ 29.05.18წ. გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. ლ---–-------------ამ ამბულატორიულად მიმართა პოლიკლინიკას 28.05.18წ. მოკლე ანამნეზი: ავადმყოფმა 16.05.18წ. მიიღო ტრავმა მარცხენა ზედა კიდურში. მიმართა ,,ჯეოჰოსპიტალს“, სადაც გაუკეთდა რენტგენოგრაფია და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. გაუკეთდა თაბაშირის ლონგეტით იმობილიზაცია 10 დღით ტრავმატოლოგის მიერ და დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მტევნის არეში (მარცხენა) II, III, IV თითებში მოძრაობა შეუძლებელია, თითები შესიებულია. ნევროლოგიური სტატუსი: მარცხენა II, III, IV თითების მოხრა და გაშლა შეუძლებელია, მგრძნობელობა მოშლილია V თითის ორივე ზედაპირზე, ასევე III და IV თითების შუა ფალანგის ჩათვლით, ორთავა და სამთავა კუნთის რეფლექსი მარცხნივ დაქვეითებული, სხივ-მაჯის რეფლექსის გამოკვლევა ვერ ხერხდება ლონგეტის გამო. ავადმყოფის მიმდინარეობა: მწვავე. დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ნერვის ტრავმული ნეიროპათია (G56.2). ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის ლონგეტი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვ. სამკურნალო შრომითი რეკომენდაციები: რეკომენდირებულია ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა 15-20 დღით. დაენიშნა: არასტეროიდული პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები, ქონდროპროქტექტორები, შემდეგ განმეორებითი კონსულტაცია.
29.05.18 მოქ. ლ---–-------------ა პირადი გასინჯვით ექსპერტიზის ცენტრში: მარცხენა ხელის მტევანი სხივ-მაჯის სახსრის ჩათვლით მოთავსებული აქვს თაბაშირის ლონგეტზე. მარცხენა ხელის მტევნის მე-2-3-4 მარჯვენასთან შედარებით შესიებულია. უჩივის მკვეთრ ტკივილს მტევანში.
ექსპერტი წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და მოქ. ლ---–-------------ას პირადი გასინჯვის მონაცემებიდან გამომდინარე მივიდა შემდეგ დასკვნებამდე:
შედეგები : 1. 2. მოქ. ლ---–-------------ას პირველი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა შპს ,,ჯეო ჰოსპიტლის“ გარდაბნის მრავალპროფილურ ცენტრში 16.05.18წ. კონსულტირებულია ტრავმატოლოგის მიერ და დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის სახსრების ღრძობა და დაჭიმულობა. მარცხენა მტევანზე იმობილიზაციის მიზნით დაედო თაბაშირის ლონგეტი. 28.05.18წ. შპს ,,რეგიონალური ჰოსპიტალის“ საბურთალოს პოლიკლინაკაში ნევროლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა მარცხენა იდაყვის ნერვის ტრავმული ნეიროპათია. მიეცა რეკომენდაცია 15-20 დღის განმავლობაში მედიკამენტურ მკურნალობაზე, რის შემდგომ დაბარებულია განმეორებით კონსულტაციაზე.
29.05.18წ პირადი გასინჯვით მოქ. ლ---–-------------ას მარცხენა ხელის მტევანი იმობილიზირებულია თაბაშირის ლონგეტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ლ---–-------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
დაზიანება ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (16.05.18). (ტ.1. ს.ფ. 139-141)
მოწმემ გარდა იმისა, რომ სრულად დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები დამატებით განმარტა, რომ მან 2018 წლის 17 მაისს პირადად გასინჯა ლ---–-------------ა და მას ასევე ჰქონდა დამკვეთის (ადვოკატი თ---------------------–--ე) მიერ ლ---–-------------ას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობიდან ცალსახად ირკვეოდა, რომ ლ---–-------------ას აღენიშნებოდა ხელის მტევნის თითების შეშუპება და ტკივილის სინდრომი. ტრავმატოლოგმა გამოიტანა დიაგნოზი: ხელის მტევნის დაჭიმულობა და იმობილიზაცია თაბაშირის ლონგეტით. ამის შემდეგ ლ---–-------------ა გასინჯა ნევროლოგმა, რომლის დასკვნის თანახმად მას აღენიშნებოდა ნერვის დაზიანება, რასაც სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, 21 დღეზე მეტი ვადით და განმეორებით გამოკვლევა, რის გამოც მივიდა დასკვნამდე, რომ მოქ. ლ---–-------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მოწმემ ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტ ბ-------------–--ის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კლინიკური გასინჯვის დროს დადგინდა იმ რეფლექსების არსებობა, რომელზეც მიუთითა მან და ამ შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევის საჭიროება არ არსებობდა. ასევ აღნიშნა, რომ ყველა რეფლექსების სიმულირება შეუძლებელია. იგივე ჯანმრთელობის ცნობა, წარდგენილი იქნა ბ-------------–--ესთან, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ ტრავმატოლოგის დასკვნით და აღინიშნა, რომ სხვა დაზიანებები არ იყო. ასევე ა-–-----------------ე აღნიშნავს, რომ 2018 წლის ივნისის თვეში ლ---–-------------ას გასინჯვას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა, რადგან შესაძლოა ეს ჩივილები მე-15 დღეს გამქრალიყო. (ტ.4 ს.ფ. 6-9)
ბრალდებულმა ვ-----–-------------ამ მის დასკვნით სიტყვაში კატეგორიულად უარყო ლ---–-------------აზე რაიმე სახით ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი მისი ძმის ე-–--------–--–---ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო დისკი, სადაც ჩანს, როგორც ბრალდებული ვ-----–-------------ა, ასევე დაზარალებული ლ---–-------------ა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირებთან ერთად. თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ ასახავს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს, ასევე საყურადღებოა, რომ ჩანაწერში ჩანს იატაკზე დავარდნილი დაზარალებული ლ---–-------------ა, თუმცა ჩანაწერში არ არის ასახული, თუ რამ გამოიწვია მისი იატაკზე დაცემა. თავად ვიდეო ჩანაწერი შედგება ორი ნაწყვეტისგან, რომელთა რიგითობა არეულია და სრულად არ ასახავს განვითარებულ მოვლენებს. ამდენად განსახილველ საქმესთან მიმართებით სასამართლო წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერს ვერ გამოიყენებს, ვერც დაცვის და ვერც ბრალდების სასარგებლო მტკიცებულებად მასში შესაბამისი ინფორმაციის არ არსებობის გამო.
4.ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება ვ-----–-------------ას მხრიდან ლ---–-------------ას მიმართ განხორციელებული ისეთი ძალადობის ფაქტი, რომლის შედეგადაც ლ---–-------------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ლ---–-------------ამ განაცხადა რომ ვ-----–-------------ას მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით მან მოიტეხა ხელის თითები, (იხ. ლ---–-------------ას ჩვენება) ლ---–-------------ას ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 17 მაისს გამომძიებელ ნ------------–---ის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტ ბ-------------–--ის მიერ 2----–-–-----------ს გაცემულ იქნა ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებით მოქ. ლ---–-------------ას 16.05.18 წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო 17.05.18 წ. ობიექტური შემოწმებით - სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია დაზარალებულ ლ---–-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------–--ის ინიციატივით დაზარალებულ ლ---–-------------ას მიმართ (ჯანმრთლობის დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად) ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს ,,ვექტორის“ 2----–-–----------ის N-------- ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტი ა-–-----------------ე), რომლის მიხედვითაც ლ---–-------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების (ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტ ბ-------------–--ის მიერ გაცემული 2----–-–-----------ის ექსპერტიზის N--------- დასკვნა და 2----–-–----------ს ექსპერტ ა-–-----------------ის მიერ გაცემული N-------- ექსპერტიზის დასკვნა) გაზიარების საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა, (მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ლ---–-------------ას ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად) ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სისხლის სამართალწარმოებაში მხარეები არიან – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------ის N-------- ექსპერტიზის დასკვნა ჩატარებულია დაზარალებულ ლ---–-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------–--ის მიერ, რომელიც (დაზარალებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი) მოქმედი სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს მხარეს, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამომდინარე აქედან სასამრთლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ 2----–-–----------ის N-------- დამოუკიდებელ ექსპერტ ა-–-----------------ის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას (რომლის მიხედვითაც ლ---–-------------ას დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით) რომელიც მომზადებულია დაზარალებულ ლ---–-------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------–--ის მიმართვის საფუძველზე, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული დასკვნა (2----–-–----------ის N-------- ექსპერტიზის დასკვნა) წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულ იქნა, როგორც მტკიცებულება და საქმე გადაეცა არსებით განხილვაზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეცვლილი (ბრალდებულის მიმართ დამამძიმებული) ბრალდებით (111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით), შესაბამისად სასამართლო გაიზიარებს ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტ ბ-------------–--ის მიერ გაცემულ 2----–-–-----------ის ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც: მოქ. ლ---–-------------ას 16.05.18 წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო 17.05.18 წ. ობიექტური შემოწმებით - სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
აქვე უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ დაზარალებულ ლ---–-------------ასთან მიმართებაში არსებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების შეფასების და დაზარალებულის დაზიანების ხარისხის ზუსტად განსაზღვრის მიზნით, თავად ბრალდების მხარემ 2018 წლის14 ივნისს დანიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინიო ექსპერტიზა და ექსპერტიზას წარუდგინა იგივე სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც წარდგენილი იყო ექსპერტ ა-–-----------------ისთვის, თუმცა კომისიურმა ექსპერტიზამ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არასაკმარისად მიიჩნია და მოითხოვა დაზარალებულ ლ---–-------------ას წარდგენა დამატებითი კვლევებისთვის. მიუხედავად აღნიშნულისა დაზარალებულმა არაერთი მოწოდების მიუხედავად თავი აარიდა და ნებაყოფლობით არ გამოცხადდა საექსპერტო ბიუროში. თავის მხრივ სასამართლომ რათა უზრუნველეყო დაზიანების ზუსტი ხარისხის განსაზღვრა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაზარალებულ ლ---–-------------ას საექსპერტო ბიუროში იძულებით წარდგენის შესახებ, თუმცა ვერც ეს გარემოება აღმოჩნდა საკმარისი დაზარალებულისთვის კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად და 2019 წლის 10 იანვარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ლ---–-------------ას მიმართ დანიშნული სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა ბრალდების მხარეს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-----–-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებენ ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება.
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)
დაზარალებულ ლ---–-------------ას პოზიციის მიუხედავად (ბრალდებულ ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებით მან მოიტეხა ხელის თითები, რითაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: (მ--–---------------ას, ე-–--------–--–---ის, ს---------------------ას, ო-----------------ის, ნ-----------–---ის, ნ-----–-------------ას ) ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული: 2----–-–-----------ს გაცემული N---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ გარდაბანში უ-–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვ-----–-------------ამ თავის დას ლ---–-------------ას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გადაუგრიხა მარცხენა ხელის თითები. ვ-----–-------------ას ძალადობრივი ქმედებებით ლ---–-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ე.ი. ვ-----–-------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ ლ---–-------------აზე ვ-----–-------------ამ იძალადა და მიაყენა დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება, როგორც დაზარალებულ ლ---–-------------ას, ასევე მოწმეების მ--–---------------ას, ე-–--------–--–---ის, ს---------------------ას, ო-----------------ის, ნ-----------–---ის, ნ-----–-------------ას ჩვენებებით.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიერ დაზარალებულ ვ-----–-------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების დროს არასრულწლოვანთა თანდასწრების ფაქტს (რაც მნიშვნელოვანია ბრალის კვალიფიკაციისთვის) და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით (მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული ვიდეო დისკით) გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ ფაქტის შემსწრე არასრულწლოვნები იყვნენ დაზარალებულ ლ---–-------------ას ოჯახის წევრები, შესაბამისად სასამართლო ხელმძღვანელობს კონსტიტუციური პრინციპით (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი) და განმარტავს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამომდინარე აქედან სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვ-----–-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-----–-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში, როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირელ ნაწილის დისპოზიციაში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ვ-----–-------------ას მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ვადით და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა 2018 წლის 17 მაისის 01:30 საათიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა რა პატიმრობაში, სასამართლოს მოსაზრებით პატიმრობაში ყოფნის ეს ვადა საკმარისი იყო, რათა მას გაეთვითცნობიერებინა აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სიმკაცრე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----–-------------ას მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მისაღწევად არ არის საჭირო ისეთი მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად ბრალდებულ - ვ-----–-------------ას მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომელიც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით;
2. ვ-----–-------------ას დაკავებასა და პატიმრობაში ყოფის ვადა (2018 წლის 17 მაისის 01:30 საათიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად;
3. ვ-----–-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჭიქა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე