1. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი არა უგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის აღმასრუ-ლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/ ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყდა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ტყის სტატუსის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე და მოგვიანებით მიღებულია უარყოფითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი არა უგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი