1. სამინისტრო დასკვნას ამზადებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტატუსის შეწყვეტის ინიციატორი თავად ტყის მართვის ორგანოა. წარმოებაში ასევე ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
2. დასკვნა მოიცავს ინფომაციას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, ტყის სტატუსის შენარჩუნების უპირატესობის შესახებ, ტყის სტატუსის შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ასევე, ტყის სტატუტის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ.
3. სამინისტროს უარყოფითი დასკვნა არ აფერხებს საქართველოს მთავრობისთვის საკითხის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენა